четверг, 9 февраля 2017 г.

ნაზარეთის მერის მოადგილე აბუ ზიად დახილი სტუმართმოყვარე კაცი აღმოჩნდა.  მერიაში ჩემი მისვლის გამო,  მისაღებ ოთახში ტკბილეულის სუფრა გაშლა და სამახსოვრო საჩუქრებიც დამახვედრა.  

როგორც კი შევხვდი, მითხრა: მე ბულგარეთში დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი და იქვე რამდენიმე რუსული სიტყვაც დავისწავლეო. 

ჩემი ნაზარეთის მერიაში მისვლის მიზეზი, მცხეთის და ნაზარეთის დამეგობრების სურვილი იყო. 

ნაზარეთის მერის მოადგილე დამპირდა საკითს მერთან - რამეზ ჯარაისთან ერთად განვიხილავთ და პასუხს გაცნობებო. თავდ აბუ ზიად დახილი მუსლიმი არაბია, რამეზ ჯარაისი კი -ქრისტიანი არაბი.  

ნაზარეთის მერის მოადგილემ საეკლესიო საგალობლების საერთაშორისო ფესტივალში ქართველების მონაწილეობა შემომთავაზა. მეც გადავწყვიტე, ფესტივალში მამა ამირან ამირანაშვილი და სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდი ჩამერთო. შემდეგ, ანსამბლ " ქართულ ხმების " გამგზავრების საკითხიც განვიხილეთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ჯგუფები ნაზარეთში ვერ გაემგზავრნენ.

აბუ ზიად დახილმა ერთ დროს ისრაელის ქნესეთის წევრის, ნაზარეთის ყოფილი მერის, პოეტის და ფოლკლორისტის- ტუფიკ ზიადის ლექსების კრებული მისახსოვრა. ტუფიკ ზიადი 1995 წელს ავტოავარიაში დაიღუპა. ტუფიკ ზიადის  ლექსები ერთობ პოპულარულია არაბულ სამყაროში.
 აბუ ზიად დახილმა, თვალცრემლიანმა  პოეტის დედისადმი მიძღვნილი ლექსი  წამიკითხა.

ნაზარეთის მერიაში გავიცანი ტარეკ შეხადაც. ის ქალაქის კულტურის და ტურიზმის დარგს ხელმძღვანელობდა. მუსლიმი ტარეკ შეხადა ქრისტიანების ისტორიაში და კულტურაში კარგად ერკვევოდა და გულმოდგინედ მაცნობდა ნაზარეთის ისტორიულ ადგილებს. შემდეგ, ჩემი თხოვნით, ტარეკ შეხადამ ნაზარეთში ჩასულ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ზაზა შენგელიასაც გაუწია მეგზურობა, ხოლო როცა ნაზარეთში საშა რეხვიაშვილი, რეზო ესაძე და მერაბ კოკოჩაშვილი ჩავიყვანეთ, გვერდიდან არ მოგვშორებია და ქართველი რეჟისორები კმაყოფილები გამოემშვიდობნენ მას. 
მალხაზ კოხრეიძე





Комментариев нет:

Отправить комментарий