კრიმინალური ორგანიზაციების შემოსავალი ყოველწლიურად 800 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან ნახევარი ნარკობიზნესიდან შესდით. დანარჩენი იარაღის უკანონო ვაჭრობით, სათამაშო ბიზნესით, პროსტიტუციით და სხვა კრიმინალური ქმედებით ნაშოვნი თანხებია.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაული ისრაელისთვის უცხო არ არის, აქ პოლიცია ყოველწლიურად 2-3 ტონა მარიხუანას, 80-100 კილოგრამ ჰეროინს უკეთებს კონფისკაციას. ნარკობაზრის წლიური ბრუნვა 10 მილიარდ შეკელს შეადგენს.
1994-95 წლებში პოლიციამ მოზარდების მიმართ 6500-ზე
მეტი
სისხლის სამართლის საქმე აღძრა, შედეგად 788 დანაშაული გაიხსნა და აქედან 187 ნარკოტიკებით ვაჭრობა იყო, ხოლო 147 - ნარკოტიკების შენახვა. 1996 წელს
ნარკოტიკების გამოყენების 606 შემთხვევა აღირიცხა, 1997 წელს კი- 5647, 1996 წელს
მთლიანად ნარკოტიკებით ვაჭრობის 1399 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ამ
საგანგაშო მდგომარეობამ მთავრობა აიძულა პრემიერ მინისტრის კანცელარიასთან ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი სამართველო შეექმნა. ასევე, მთავრობის მეცადინეობით გაკეთდა დასკვნა, რომელიც იატაკქვეშა კაზინოების ლეგალიზაციას ითვალისწინებდა, თუმცა დასკვნას მოწონებით არ შეხვდა ამ ბიზნესის ფარული ბოსები, მათ
უბრალოდ საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობა არ სურდათ.
ამ სფეროში თავიდანვე განსხვავებული პოზიცია დაიჭირა პალესტინის ადმინისტრაციამ, რომელიც ყოველმხრივ ახალისებდა ამ დარგის ბიზნესმენებს. 1976 წელს საქართველოდან რეპატრირებულმა ბიზნესმენმა იაშა ელიგულამ (ელიგულაშვილი) იასერ არაფატთან შეთანხმებით, სწორედ პალესტინაში წამოიწყო სასტუმრო და სათამაშო ბიზნესი.
1998 წელს სასტუმრო „დანში“ ამერიკა-ისრაელის ანტიკრიმინალური თანამშრომლობა შედგა, რის შედეგადაც დაკავებული იქნა ყალბი დოლარების რეალიზატორი ბენიამინ ხიმი, ერბეხენი, ძმები დავიდ და შოშან მიხელაშვილები, რომლებიც გარიგებას აწარმოებდნენ იშაი და ცემახ ადმონებთან. მოგვიანებით ასევე დააკავეს მიშა მანაშეროვი და იონა ბააზოვი. ამ ოპერაციის კვალზე ბრაზილიაში ამოღებული იქნა 98 ათასი ყალბი დოლარი, კვიპროსში-7 200 ყალბი დოლარი, ხოლო ბენ-გურიონის აეროპორტში 148 ათასი ყალბი დოლარი.
ამავე წელს ისრელში ტერორისტული აქტების გარდა, ორასი მკვლელობის ფაქტი აღირიცხა, როცა 1996 წელს მკვლელობის 97 შემთხვევა იყო, ხოლო 1997 წელს-110, ამ დანაშაულის 50 პროცენტზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი; და კიდევ ერთი საყურადღებო სტატისტიკა: აქ ყოველწლიურად მამაკაცის ხელით ოცი მანდილოსანი იღუპება.
„ ცოდვილთა კვარტალი“ ასე უწოდებენ ფეერ
ბა-ხადერას რაიონს, სადაც ეთიოპიიდან ამოსულებთან ერთად კავკასიიდან და დსთ-ს სხვა
ქვეყნებიდან ამოსული ებრაელები ცხოვრობენ. როგორც პრესა აღნიშნავს, დღისით აქ შედარებით სიწყნარეა, საღამოობით კი
დასახლება ბალახის მწეველებით, მეძავეებით, ხულიგნებით ივსება.
1996 წელს ქურდობის 143 962 შემთხვევა აღირიცხა, 1997 წელს კი 170 142 ; 1996 წელს
15 532 ბინა
გატყდა; 1997 წელს-20 525; 1996 წელს
მაღაზიების და ოფისების გატეხვის 17 362 შემთხვევა იყო,
1997 წელს
-20 965.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში ყოველწლიურად, უკანონოდ, დაახლოებით ათასი მეძავი შეჰყავთ. დაუზუსტებელი მონაცემებით ქვეყანაში 8000-10000 მეძავი „საქმიანობს.“ ამ სფეროს ძირითადად, ინტერნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებები მეურვეობენ. ადგილობრივ მეძავთა 80 პროცენტი ნარკომანია, ისინი ერთ ღამეში დაახლოებით 1500-2000 შეკელს გამოიმუშავებენ. პოლიციის მონაცემებით მხოლოდ თელ-ავივში 100-120 მეძავი „მუშაობს“ აქედან 10-20 მამაკაცყოფილია, ხოლო
20-30 არასრულწლოვანი.
1997 წელს სადეპორტაციოდ 436 მანდილოსანი გაამზადეს. ამ ქალების 50 პროცენტი თელ-ავივის ზნეობის პოლიციის მიერ იქნა დაკავებული, აქედან 149 უკრაინის მოქალაქე იყო, 75-რუსეთის, 50-მოლდოვის, 33-ლიტვის, 20-ბელორუსის, 18-სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, 13-ფილიპინების, 9-ბრაზილიის, 9-უზბეკეთის, 8-კოლუმბიის, 7-რუმინეთის, 5-ლატვიის, 4-საქართველოს, 3-აზერბაიჯანის, ამდენივე ეკვადორის და უნგრეთის, 2-ერითრიის, თითო-თითო ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, პოლონეთის, ტაჟიკეთის, სომხეთის, ბოლივიის, ეგვიპტის, საფრანგეთის, დიდი-ბრიტანეთის, განის, მაროკოს, ნიგერიის, შრი-ლანკას, ტაილანდის და
იუგოსლავიის.
„იმპორტიორი“ ე.წ.
„სამასაჟო კაბინეტის“ მფლობელისგან თითო
მეძავზე 5000-15000 დოლარს იღებს. საშუალოდ ღამეში ქალი 10-12 მამაკაცს „ ემსახურება,“ თითოეული კლიენტი დაახლოებით 300 შეკელს იხდის.ისრაელში 1996 წელს 325 გაუპატიურების შემთხვევა აღირცხა, ხოლო 1997 წელს
350.
ქვეყნის არსებობის 50 წლის მანძილზე საგზაო შემთხვევებისგან 40000 ადამიანზე მეტი დაიღუპა. აქ საგზაო პოლიციაში 500 პოლიციელი მსახურობს. მათ განკარგულებაშია 150 საპატრულო მანქანა და 4 ვერტმფრენი. საგზაო პოლიციის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში დამნაშავეთა პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 63 პროცენტი მსუბუქი ავტომობილების მძღოლები, 13-სამსახურეობრივი მანქანების მძღოლები, 3 პროცენტი ტაქსის, 3 პროცენტი სატვირთო მანქანის, 4 პროცენტი ავტობუსის, 9 პროცენტი კი მოტოციკლეტისტებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ თითოეული ტერორისტული აქტი ადამიანებს ერთმანეთისადმი უფრო გულისხმიერებს ხდის და შესაბამისად ავარიების რიცხვი მცირდება. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები იცხაკ რაბინის მკვლელობიდან ორი კვირის განმავლობაში.
ქვეყანაში, ყოველ საათში, ხუთი
ავტომობილი იკარგება. უმეტესობა ამ
ავტომობილებისა პალესტინის ტერიტორიაზე გადაჰყავთ, სადაც ან იაფად ყიდიან ან ნაწილებად შლიან და ისევ
ისრაელის ბაზარს უბრუნებენ. გატაცებული მანქანების რაოდენობა ყოველწლიურად 10-25 პროცენტით იზრდება. 1996 წელს 23 151 შემთხვევა იქნა აღრიცხული, 1997 წელს
კი
29 289 შემთხვევა ანუ 1,7 მილიარდი შეკელის ღირებულების ქონება დაიკარგა.ქვეყნის არსებობის 50 წლის მანძილზე საგზაო შემთხვევებისგან 40000 ადამიანზე მეტი დაიღუპა. აქ საგზაო პოლიციაში 500 პოლიციელი მსახურობს. მათ განკარგულებაშია 150 საპატრულო მანქანა და 4 ვერტმფრენი. საგზაო პოლიციის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში დამნაშავეთა პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 63 პროცენტი მსუბუქი ავტომობილების მძღოლები, 13-სამსახურეობრივი მანქანების მძღოლები, 3 პროცენტი ტაქსის, 3 პროცენტი სატვირთო მანქანის, 4 პროცენტი ავტობუსის, 9 პროცენტი კი მოტოციკლეტისტებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ თითოეული ტერორისტული აქტი ადამიანებს ერთმანეთისადმი უფრო გულისხმიერებს ხდის და შესაბამისად ავარიების რიცხვი მცირდება. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები იცხაკ რაბინის მკვლელობიდან ორი კვირის განმავლობაში.
თუ ყოფილ სამხედრო პოლკოვნიკს, გიორა იავინს დავუჯერბთ, „ ტერიტორიებიდან “ მანქანების დაბრუნებაში წარმატებას მხოლოდ კერძო დეტექტივები აღწევენ, რომელთაც ძირითადად სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებისა და დანაშაულის გახსნა-აღკვეთის საქმეში უდიდესი წვლილი კერძო კომპანიებს მიუძღვით. ეს კომპანიები ძირითადად დაკომპლექტებულია ისრაელის შეიარაღებული ძალების სპეცდანაყოფების, პოლიციის, სამართლის, ფსიქოლოგიის და ტექნიკური მეცნიერების წარმომადგენლებისგან. ისინი ასევე დაახლოებით 50 ქვეყანაში წრთვნიან ადგილობრივ სამართალდამცავებს.
1991 წელს ერთ-ერთმა ასეთნა კომპანიამ ქალაქ რიგაში ბალტიისა და
დსთ-ს
ქვეყნების სამართალდამცველებისთვის ფილიალი გახსნა. იქ წრთვნას გადიოდნენ ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი ჯგუფები. ამდაგვარი კომპანიები თანამშრომლობენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებთანაც, ისინი საპყრობილეებს, ოფისებს თანამედროვე ტექნიკით, სათანადო აღჭურვილობით უზრუნელყოფენ და მსჯავდებულის გაქცევის შემთხვევაში პასუხმგებლობას თავის თავზე იღებენ.
აქვე
მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ისრაელში 17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაა. საუკეთესო შემთხვევაში იქ
ერთ
სულ
მსჯავრდებულზე 7-8 კვ.მ. ფართობი მოდის.
სწორედ, საერთაშორისო სტანდარტების ციხეა „ცალმონი,“ რომლის აშენებაც ქვეყანას 120 მილიონი შეკელი დაუჯდა.სამხრეთით მდებარე „ნავახში“ ტერორისტები და ნარკოტიკების გამსაღებლებია მოთავსებული. ასევე მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის იხდიან სასჯელს ქალაქ ხაიფის ახლოს მდებარე„ დამუნაში“, ხოლო „ ნევე-ტირცა“ დამნაშავე მანდილოსანთა სამყოფელია.
ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაციების და პრესის ცნობით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეინიშნება უდიერად მოპყრობის და წამების ფაქტებიც. მათი მონაცემებით ტერორისტების დაკითხვისას იყენებენ ელექტროშოკს, ძილის აღკვეთის და თავზე ტომრის ჩამოცმის მეთოდებს. ხშირად მსჯავრდებული სეფარდები, ციხის ადმინისტრაციას, აშკენაზი კრიმინალების რეაბილიტაციის მცდელობაში ამხელენ. როგორც ჩანს, სისტემაში მართლაც აქვს ადგილი პროტექციონიზმს და ამის დასტურად რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება: „ჰა-შარონის“ ციხის მესვეურებმა რამინ უზი მეშულამს ელექტრო მოწყობილობა, ორთოპედიული საწოლი და ტელეფონით განუსაზღვრელი სარგებლობის უფლება მისცეს. „ მაასიაგუს“ მსჯავრდებული , ყოფილი პარლამენტარი იაირ ლევი რელიგიურ მეცადინეობებზე ტრანსპორტით დაყავდათ და ის ციხეში პრაქტიკულად ღამის გასათევად ბრუნდებოდა. „ ჰაშმორეთის“ ციხის ყოფილი უფროსი ავაქინ ჰალილი შპიონაჟისთვის მსჯავრდებულ შაფთაი კალმანოვიჩს სტუმრების მისაღებად თავის კაბინეტს უთმობდა და ა.შ.
მიუხედავად აქ მოყვანილი ფაქტებისა, ისრაელის სამართალდამცავები იმდენად ეფექტურად მუშაობენ, რომ
სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ასევე მაღალია მოქალაქეთა მართლშეგნების დონე, მათი
ლტოლვა სამართლებრივი განათლებისკენ, რაც
იქედანაც ჩანს, რომ აქ 222 მოსახლეზე ერთი იურისტი მოდის.
მალხაზ კოხრეიძე
გაზეთი "კრიმინალური ქრონიკა“ 2002 წლის 10 ივნისი.
მალხაზ კოხრეიძე
გაზეთი "კრიმინალური ქრონიკა“ 2002 წლის 10 ივნისი.
Комментариев нет:
Отправить комментарий