среда, 15 февраля 2017 г.

იერუსალიმის და კაიროს კონფერენციების შემდეგ - 1996 წლის 21 ნოემბერს თელ-ავივში,ადან-პანორამაშიბიზნესფორუმი - ბიზნესი-96“ გაიმართა. ბიზნესფორუმი  ეძღვნებოდა დსთ- და ბალტიის ქვეყნებში ისრაელური ინვესტიციების დაბანდების საკითხებ.
„ბიზნესი 96-ის“ ორგანიზატორები იყვნენ ისრაელის ახალ მეწარმეთა ასოციაცია, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო, აბსორბციის სამინისტრო, თელ-ავივ- იაფოს ტურიზმის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამმართველო, აბსორბციის საქალაქო სამმართველო, ისრელის ექსპორტის ინსტიტუტი, ისრაელის სავაჭრო პალატების ფედერაცია, მეწარმეთა ასოციაცია, მცირე ბიზნესის სამმართველო, სამკურნალო სალარომაქაბი“, მშენებელ მენარდეთა ასოციაცია და სხვა. 
ფორუმზე წვეულები იყვნენ სახელმწიფო მოხელეები და კომერსანტები, უცხოელი ბიზნესმენები და დიპლომატები, პრესის წარმომადგენლები. ღონისძიებას დსთ- ქვეყნებიდან ესწრებოდნენ რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ყაზახი და მოლდოველი დიპლომატები. მიწვეულთა შორის ერთადერთი ქართველი მე გახლდით, თუმცა ფოიეში სხვა ისრაელელ მხატვრებთან ერთად გამოფენილი იყო ქართველი მხატვრის-სერგო ფეიქრიშვილის ნამუშევრები. როგორც მხატვარმა მითხრა, ის ოჯახთან ერთად უკვე ორ წელზე მეტია ისრაელში ცხოვრობს.
ბალტიის და დსთ- ქვეყნებთან საქმიანი ურთიერთობების შესახებ ილაპარაკეს ისრაელის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილემ ზოარ პერიმ, საერთაშორისო ვაჭრობაში დაზღვევის და რისკის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დორონ კლაუზერმა, ექპორტის ინსტიტუტის დირექტორმა ამირ ჰაიეკმა, რუსეთის ინვესტიციების კორპორაციის პრეზიდენტმა ანდრეი ნეჩაევმა, ახალ მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტმა იური შტერნმა, სავაჭრო პალატების ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა ცვი ამითმა.

საინტერესო მოხსენებით გამოვიდა  თურქეთის ჰოლდინგური კომპანიისალარკოსვიცე-პრეზიდენტი ოქტაი ვარილერი, რომელიც ისრაელელ ბიზნესმენებს დსთ- ქვეყნებთან  ურთიერთობისას თურქეთის გზით  სარგებლობას ურჩევდა.  მან აღნიშნა ის, რომ თურქეთის მეზობელი დსთ- ქვეყნების უმრავლესობა სუნიტი მუსლიმებისგან შედგება და მათ თურქეთის მიმართ განსაკუთრებული ნდობა აქვთ.
მალხაზ კოხრეიძე




Комментариев нет:

Отправить комментарий