1993 წლის 15 მაისს,
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ური სავირი
ოსლოს ახლოს პატარა, სამონადირეო სახლში შეხვდა პალესტინის ფინანსთა მინისტრს- აბუ-ალას. დაიწყო მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინას
შორის და დასრულდა „პრინციპების შეთანხმების შესახებ“ ხელშეკრულებით.
„ჩემთვის მოულოდნელი იყო ის, რომ აბუ-ალა ინტელექტუალური და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი აღმოჩნდა- თქვა ური სავირმა- ის არ ამჟღავნებდა ზიზღს ისრაელელებისადმი, რომელიც ასე ახასიათებთ პალესტინელებს. ჩვენს პოლიტიკურ პოზიციებს შორის ერთობ თვალსაჩინო იდეოლოგიური უფსკრული იყო, მაგრამ უშუალოდ შეხვედრის მონაწილეთა შორის გამყოფი უფსკრული შედარებით მოკლე აღმოჩნდა“.
1994 წლის 4 მაისს ისრაელის პრემიერ მინისტრმა იცხაკ რაბინმა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ იასერ არაფატმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის და იერიქონის ანკლავის დატოვებას, ამ რაიონის არაბ მაცხოვრებლებზე ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკური კონტროლის მოხსნას და პალესტინის უწყებებისათვის ფართო ადმინისტრაციული უფლებების გადაცემას.
იცხაკ
რაბინი დაიბადა 1922 წელის 1 მარტს ქალაქ იერუსალიმში ამერიკელი ემიგრანტების ოჯახში. განათლება მიიღო სასოფლო- სამეურნეო სკოლასა და ინგლისის შტაბის კოლეჯში. 1948 წელს როგორც ბრიგადის მეთაური იბრძოდა იერუსალიმისთვის. 1956-1959 წლებში იყო ჩრდილოეთის სამხედრო ოკრუგის მეთაური. 1950-1960 წ.წ. გენერალური
შტაბის უფროსი. 1968-1973 წ.წ. ისრაელის
ელჩი აშშ-ში. 1974-1977 წ.წ. ისრაელის
პრემიერ მინისტრი. 1984 წელს თავდაცვის მინისტრი. 1992 – 1995 წ.წ. ისრაელი პრემიერ მინისტრი და თავდაცვის მინისტრი.
იასერ არაფატი (აბუ-ამარი) დაიბადა 1929 წლის 4 აგვისტოს იერუსალიმში. 1955 წელს დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი. 1952-1955 წ.წ. ეგვიპტის პალესტინელი სტუდენტების კავშირის თავმჯდომარე. 1955-57 წ.წ. მუშაობდა
ეგიპტეში, ერთ-ერთ ფირმაში, 1957 წლიდან გადავიდა კუვეიტში და გახდა პალესტინის ეროვნული გათავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1969 -2004 წ.წ. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასკომის თავმჯდომარე. 1970 წლიდან კი პალესტინის რევოლუციის ძალების მთავარსარდალი.
შეთანხმება მოიცავს
250 გვერდს და ერთვის ღაზის სექტორის და იერიქონის ანკლავის შეთანხმებული რუკები.შეთანხმების შედეგად ასევე განსაზღვრულია ურთიერთუსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. პალესტინის ადმინისტრაციის იურისდიქცია, სასამართლო უფლებამოსილებანი, მოქალაქეობრივი უფლებები და ეკონომიკური ურთიერთობანი ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის.
პალესტინელები
აკონტროლებენ ღაზის სექტორის მთელს ტერიტორიას, ებრაული დასახლებების გარდა. ეს დასახლებებია:
ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე გეშ-კატოფი, ჩრდილოეთით მდებარე სამი ებრაული დასახლება და ორი დასახლება -ნეცარიმი და ქვარდარიმი, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში. ამასთან, პალესტინის კონტროლს ექვემდებარება არაბული სოფელი უჯა და ებრაული
დასახლებების ლიკვიდაცია დაუშვებელია.
ისრაელის არმია შლის თავის სამხედრო ბაზებს ღაზის სექტორსა და იერიქონის ანკლავში, მაგრამ ის ისარგებლებს ძირითადი მაგისტრალებით იად-მორდეხაის კიბუციდან ნეცერ-ხაზანამდე, ასევე ოთხი გზატკეცილით, რომლებიც ამ მაგისტრალს გვერდს უვლიან.
იხსნება
სასაზღვრო პუნქტები ღაზის სექტორში მიმავალ ყველა გზატკეცილზე. იერიქონის ანკლავის რაიონში ახალი საოლქო გზა არმიასა და სამოქალაქო პირებს ავტონომიის ტერიტორიაზე შეუსვლელად საშუალებას აძლევს თავისუფლად გადაადგილდნენ იორდანის ხეობისკენ.
ისრაელელ ჯარისკაცებს უფლება აქვთ გაუხსნან ცეცხლი საეჭვოდ ადევნებულ პირებს და თავდამსხმელებს.
უსაფრთხოების საკითხებში ისრაელი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია ერთობლივ კომისიას ქმნიან. ორივე მხარე ცვლის ინფორმაციებს ჰამასისა და სხვა დაჯგუფებების საქმიანობის შესახებ, ხოლო ეჭვმიტანილი ტურისტების დაკითხვას ესწრება როგორც პალესტინის, ისე ისრაელის მხარე.
შეიქმნა პალესტინის პოლიცია (8000 კაცი) რომელიც დაკომპლექტებულია პალესტინის გათავისუფლების არმიის მებრძოლებისაგან. მათ სპეციალური მომზადება იორდანიასა და ეგვიპტეში გაიარეს. პოლიციის განკარგულებაშია ორი შვეულმფრენი, ორადგილიანი თვითმფრინავი, ჯიპები და მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღები. პოლიციელებს ღაზის სექტორში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მოსაზღვრე წყლების სანაპიროების პატრულირება და პალესტინის მოსახლეობაზე კონტროლი ევალებათ. ამასთან, პალესტინის პოლიციას ისრაელელი მოქალაქის დაკავებისა და საგამოძიებო მოქმედების უფლება არ აქვთ, ხოლო უცხოელი მოქალაქე , რომელიც ჩაიდენს დანაშაულს ავტონომიის ტერიტორიაზე, ექვემდებარება პალესტინის სამართალდამცავი ორგანოების იურისდიქციას. ებრაულ დასახლებებში მცხოვრებნი იცავენ ისრაელის კანონებს და არ აქვთ ურთიერთობა პალესტინის ხელისუფლებასთან.
ისრაელის სატრანსპორტო საშუალებები ტერიტორიაზე შესვლისას სარგებლობენ ერთჯერადი საშვებით, რომელსაც გასცემს ისრაელის ხელისუფლება. ეს წესი არ ვრცელდება ღაზის სექტორში მცხოვრებთა ტრანსპორტზე.
ავტონომიის ოფიციალური სახელწოდებაა-პალესტინის ნაციონალური ავტონომია, თუმცა პალესტინელები მას სახელმწიფოდ მოიხსენიებენ.
1994 წლის 4 მაისს იცხაკ რაბინის და
პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის- იასერ არაფატის მიერ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს
ისრაელის
ტელევიზიის
საზოგადოებრივი
არხი აშუქებდა
და
ისრაელის
ქალაქებში
დამონტაჟებული
ეკრანების
მეშვეობით, ტელემაყურებელი, საზოგადოების
თავშეყრის
ადგილებში
თვალს
ადევნებდა.
"ბენ
ზონა!" (ბოზის
შვილი) - ჩემს გვერდით ვიღაცამ წამოიძახა
იასერ
არაფატის
და
იცხაკ
რაბინის
ეკრანზე
გამოჩენისას და მივხვდი, რომ ისრაელში ყველა ერთნაირად
დადებითად
არ
აღიქვამდა
ისრაელის
ხელისუფლების
მიერ
გადადგმულ
ნაბიჯს.
1995 წლის 4 ნოემბერს,
თელ-ავივის მერიასთან,
ისრაელის
მეფეთა
მოედანზე,
„ ოსლოს
შეთანხმებით“
უკმაყოფილო
ებრაელმა
სტუდენტმა
იგალ
ამირმა
პისტოლეტით
სასიკვდილოდ
დაჭრა
ისრელის
პრემიერ
მინისტრი
იცხაკ
რაბინი.
იცხაკ რაბინის გარდაცვალების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე
უამრავი
ადამიანი
მიდიოდა.
მეც მივედი და თვითმხილველებმა
ფაქტის ირგვლივ მესაუბრნენ. დღეს ეს მოედანი იცხაკ რაბინის სახელობისაა.
მალხაზ
კოხრეიძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий