იერუსალიმის მწერალთა და ხელოვანთა სახლში- „ მიშკენოტ შა ანანიმში“ ისრაელელ მწერლებს შევხვდი. მაშინ, ლალი-ციფი მიხელმა იერუსალიმის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი მწერალ ეიალ მეგედი გამაცნო. ეიალ მეგედს ლალი-ციფი მიხაელის მიერ ივრითზე თარგმნილი ლია სტურუას ლექსები მოსწონდა.
ეიალ
მეგედი მეუღლესთან-ცრუია შალევთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მათ თბილისის კულტურის კერები დაათვალიერეს, გაეცნენ ლია სტურუას მეუღლის- ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრებს.
ეიალ
მეგედმა ლია სტურუასთან და ელგუჯა ამაშუკელთან ერთად იერუსალიმში მიხეილ კინწურაშვილის თბილისის პოეზიის თეატრიც მიიწვია.
1993 წელს იერუსალიმის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალს ისრელის ტელევიზია აშუქებდა. ისრაელელმა ტელეწამყვანმა რივკა მიხაელმა თავის გადაცემაში, ფესტივალში მონაწილე ქართველები მიიწვია და ამგვარად ლია სტურუა და ელგუჯა ამაშუკელი რივკა მიხაელის გადაცემის სტუმრები გახდნენ. რივკა მიხაელის გადაცემაში ასევე მონაწილეობდნენ ლალი-ციფი მიხაელი და ეიალ მეგედი.
რივკა მიხაელის ბაბუა საქართველოდან ავიდა წმიდა მიწაზე. მას ძალიან უნდოდა შვილიშვილს ქართული ენა სცოდნოდა, მაგრამ რივკამ რამდენიმე ქართული სიტყვის დასწავლა მოახერხა მხოლოდ. ტელეწამყვანი და მსახიობი მართალია ქართულ ენას ვერ დაეუფლა, მაგრამ მისი წინაპრების მეორე სამშობლოში კი ჩამოვიდა.
იმხანად, ქართული სატელევიზიო გადაცემების ფესტივალი „მანა,“ სატელევიზიო გადაცემების საერთაშორისო ფესტივალი გახდა და ზაზა შენგელიამ საკონკურსოდ რამდენიმე უცხოური გადაცემა შეარჩია. მე, მას რივკა მიხაელის და ამოს ეტინგერის სატელევიზიო
გადაცემები შევთავაზე. რივკა მიხაელი აღნიშნავდა: „ ფესტივალ „მანა“-ზე მონაწილეობის მისაღებად მოგვიწვიეს მე და ამოს ეტინგერი. ჩვენი მოწვევის ინიციატორი გახლდათ ქ-ნ ციფი მიხაელი და მისი მეუღლე მალხაზ კოხრეიძე, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. ფესტივალზე ჩამოვიტანეთ ზემოთაღნიშნული ორი პროგრამა : „გარიგება“-გასართობი ხასიათის და „ჩემი ცხოვრება“- ესაა ორსაათიანი ფილმი 1971 წლიდან დღემდე ისრაელის პრეზიდენტების შესახებ, პროგრამის ორგანიზატორი გახლავთ ბ-ნ ამოს ეთინგერი“.
რივკა მიხაელი და ამოს ეტინგერი პრიზით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ ისრაელში.მათ
წარმატებას გაზეთი „მენორა“ ასე აშუქებდა: „რამდენიმე წელიწადია თბილისში ტარდება სატელევიზიო პროგრამების ფესტივალი „მანა.“ ფესტივალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ წელს მან საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. ამან განაპირობა ის, რომ მანა-96 ფესტივალში ისრაელის ტელევიზიაც მონაწილეობდა. ისრაელიდან გვეწვივნენ ცნობილი ტელევარსკვლავი რივკა მიხაელი და მწერალი ამოს ეტინგერი. დიდ საკონცერტო დარბაზში „მანას“ დახურვისას რივკა მიხელმა მაყურებელი იმით მოხიბლა, რომ ქართულ ენაზე მიმართა მას, მაგრამ როგორც ჩანს, მხოლოდ ფართო მაყურებელი არ მოუხიბლავს ისრაელის ტელევარსკვლავს. ჟიურიმ ამოს ეტინგერთან ერთად მის მიერ წარმოდგენილ პროგრამას ნომინაციაში „საუკეთესო გასართობი პროგრამა“ პრიზი მიანიჭა“.
მალხაზ კოხრეიძე
მალხაზ კოხრეიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий