среда, 27 июня 2018 г.

სპორტული მიმომხილველი ნიკოლაი ოზეროვი აღნიშნავდა: ბორისი მარტო ბრწყინვალე ფეხბურთელი კი არა მინდვრის შეუდარებელი რაინდიც იყო. უსაზღვროდ ნიჭიერი, თავისი კაცური თვისებებითა და ინტელექტით საფეხბურთო შესაძლებლობებზე ბევრად მაღლა იდგა. მისთვის ფეხბურთის გარდა მოედანზე არაფერი არსებობდა და ვერც ვერაფერი ააღელვებდა. მსაჯთან შეკამათებას არასოდეს იკადრებდა, მოწინააღმდეგის ჭუჭყიან თამაშს არად აგდებდა. არასოდეს დაუწყია სისხლიანი მუხლის დემონსტრირება. ფეხბურთისა და მაყურებლის პატივისცემის გამო წაქცეული მაშინვე წამომხტარა... მისთვის არსებობდა მხოლოდ მოედანი და ბურთი, თავგანწირული და ერთგული თამაში. 

ბორის პაიჭაძე 1936 წლიდან 1952 წლამდე თბილისის დინამოში თამაშობდა. ის მეორე მსოფლიო ომის დროსაც აქტიურად იყო ჩაბმული სპორტში და ფეხბურთის თამაშს ფრონტის ზურგის გამაგრებას უთავსებდა

საბჭოთა კავშირის მთავრობას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სპორტული ღონისძიებები საბრძოლო მოქმედებების ზონებში თუ მის მიღმა- არ შეეწყვიტა და მასში მონაწილე პირები ყოველმხრივ წაეხალისებინაცნობილია, რომ ლენინგრადის ბლოკადის დროს,დინამოს სტადიონზე, გენერალ ვასილ მჟავანაძის თაოსნობით, ლენინგრადის დინამოს და ქალაქის გარნიზონის ფეხბურთელების მატჩი შედგა.
თბილისის დინამოელები სტალინგრადში აპირებდნენ თამაშის გამართვას, როცა ბორის პაიჭაძემ ფეხი იღრძო. მაგრამ ის გუნდს ვერ გამოეთიშა, რადგან  დეზერტირობის ტოლფასი იქნებოდა მისი ჩაუსვლელობა.
 
სტალინგრადიში ჩასვლას თბილისელებმა ორი კვირა მოანდომეს. გზაში რკინიგზის შემადგენლობა არა ერთხელ დაბომბეს გერმანელებმა და ფეხბურთელები ტყეს აფარებდნენ თავს. მძიმე ხვედრი ელოდა ბორის პაიჭაძეს მტერს რომ ჩავარდნოდა ხელში, რადგან სპოტსაზოგადოება დინამო НКВД- ეკუთვნოდა და 1942 წელს, შინაგან საქმეთა სამსახურის მაიორი, კიევის დინამოს ფეხბურთელი ნიკოლაი კოროტკიხი გესტაპოელებმა წამებით მოკლეს
სტალინგრადში ჩასულ ქართველ სპორტსმენებს ადგილობრივი ტრაქტორის ფეხბურთელების უმეტესობა ცოცხალი აღარ დახვდა და მათი მასპინძლობა სამხედრო ფარაჯაში გამოწყობილ ტრაქტორის მეკარე ვასილ ერმასოვს  მოუწია.
1944 წელს თბილისის დინამოელები სათამაშოდ კიევსა და მოსკოვში გაემგზავრნენ. მოსკოვის ტორპედოსთან გამარჯვების ბურთი ბორის პაიჭაძემ გაიტანა (2:1). მატჩის დასრულების შემდეგ მას საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიანიჭეს.
ბორის პაიჭაძეს ღვაწლი 1963 წელსაც დაუფასეს და სპორტკომბინატ დინამოს დირექტორად დანიშნეს

1967 წელს ბორის პაიჭაძეს საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურბული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.
#
   ევროპელი ერების თასის გათამაშება, იგივე   ევროპის პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში 1960 წელს საფრანგეთში გაიმართა.მასში არ მონაწილეობდნენ ბელგიის, გფრ-, ინგლისის, იტალიის, შვეციის, ჰოლანდიისგუნდები.
   ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ საბჭოთა კავშირის (ნახევარფინალში დაამარცხა ჩეხოსლოვაკიის ნაკრები) და იუგოსლავიის (ნახევარფინალში დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები) გუნდები. საბჭოთა კავშირმა ანგარიშით 2:1 მოიგო და თასს დაეუფლა. მოწინააღმდეგის კარებში ბურთები გაიტანეს მილან გალიჩმა (იუგოსლავია), სლავა მეტრეველმა და ვიკტორ პონედელნიკმა (სსრკ).
   მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრების უფროსმა  მწრთვნელებმა გავრილ კაჩალინმა  და მწრთვნელმა ნიკოლაი გულიაევმა,   ნაკრებში მიიწვიეს თბილისის დინამოელები მიხეილ მესხი, გივი ჩოხელი, ზაურ კალოევი. მოსკოვის ტორპედოელი სლავა მეტრეველი. ჩემპიონატზე ზაურ კალოევი საქართველოს პრესის სპეციალური კორესპოდენტის ფუნქციასაც ითავსებდა და ტელეფონით ქართველ გულშემატკივრებს აცნობებდა:   მატჩის პირველსავე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ ჩვენი მოწინამდეგეები თამაშობენ 1+3+3+4 სისტემით... უნაკლოდ თამაშობს .ჩოხელი, რომელმაც სრულიად გამოთიშა თამაშიდან იუგოსლაველთა კაპიტანი, ყველაზე შედეგიანი კრისტიჩი... მეორე ნახევარში ამოქმედდა სსრ კავშირი ნაკრები გუნდის მსუბუქი კავალერია-მეტრეველი, მესხი. განსაკუთრებით ბევრს მუშაობს მესხი, რომლის მიმართ ვერაფერს აწყობს ტურკოვიჩი... შეხვედრის 113- წუთზე მეტრეველმა მარჯვენა ფრთიდან გადააწოდა ბურთი მესხს, ამ უკანასკნელმა ზუსტად გადასცა საჯარიმო მოედნის ცენტრში ღიად დარჩენილ პონედელნიკს, რომელმაც თავით მეორე გადამწყვეტი ბურთი გაიტანა მოწინააღმდეგეთა კარში. დამთავრდა 120 წუთიანი დაძაბული ბრძოლა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.
   იმ დროს საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრმა სლავა მეტრეველმა იწინასწარმეტყველა, რომ თბილისის „დინამოელი“ ვლადიმერ გუცაევი აღიარებული ფეხბურთელი გახდებოდა. მალე სლავა მეტრეველს თავად მოუწია თბილისის „დინამოში“ გადმოსვლა და ვლადიმერ  გუცაევთან ერთად თამაში.
   სლავა მეტრეველი სოჭში დაიბადა და ამ ქალაქში დაიწყო ფეხბურთის თამაში. 16 წლის იყო, როცა გორკის ტორპედოში მიიწვიეს, საიდანაც კონსტანტინ ბესკოვმა მოსკოვის ტორპედოში გადაიყვანა. მოსკოვის ტორპედოს გუნდში ის ჰოკეისაც თამაშობდა, მაგრამ მისთვის სპორტის უმთავრეს სახეობად მაინვ ფეხბურთი რჩებოდა. 
   მოსკოვის ტორპედოში სლავა მეტრეველთან ერთად თამაშობდნენ: ვალენტინ ივანოვი, ვალერი ვორონინი, ედუარდ სტრელცოვი და სხვები. ტორპედო 1960 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. 
   სლავა მეტრეველი რვაჯერ შეიყვანეს მსოფლიოს 33 უძლიერესი ფეხბურთელის სიაში და შვიდჯერ პირველ ნომრად დაასახელეს. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მან 48 თამაში ითამაშა და 11 გოლი გაიტანა.
   სლავა მეტრეველის თბილისის დინამოში გადმოსვლის ამბავი სხვადასხვა ნაირად აქვთ აღწერილი სპორტსმენებს, ფეხბურთის მიმომხილველებს, გულშემატკივრებს.მაგალითად დავით ქლიბაძე წერს:  მოსკოვის ტორპედოდან თბილისის დინამოში სლავა მეტრეველის გადმოყვანის პერიპეტიებსა და ვნებათაღელვაზე წიგნი რომ დაწერილიყო, მის ავტორს არ დაავიწყდებოდა ფეხბურთის ერთგული თაყვანისმცემლები, საქმიანი ხალხი: ძმები ლაზიშვილები და ირაკლი ნემსაძე, რომლებსაც ძალა, ენერგია და ფული არ დაუზოგავთ ქართველი ფეხბურთელის სამშობლოში ჩამოსაყვანად.
   1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულისთვის თბილისის დინამო მოსკოვის ტორპედოს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4; 1. დაამარცხა ის. აქედან ერთი ბურთი მოსკოველთა კარებში სლავა მეტრეველმა გაიტანა პენალტით.
   აქვე მებადება შეკითხვა: სლავა მეტრეველს ყოფილი თანგუნდელების კარებისთვის ბურთი რომ აეცილებინა, ან თამაშის დროს თბილისელების ბადეში შეეგდო ბურთი, რა მოხდებოდა საქართველოს დედაქალაქში? როგორი რეაქცია ექნებოდათ თბილისელ გულშემატკივრებს?! 
მალხაზ კოხრეიძე