1894 წელს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერს, წარმოშობით ებრაელ ალფრედ დრეიფუსს, საფრანგეთის არმიის გენშტაბის საიდუმლო ინფორმაციის გერმანელებისთვის მიწოდებაში ედებოდა ბრალი.
ალფრედ დრეიფუსის დაჭერის შემდეგ, საფრანგეთში
ვინც
კი
დრეიფუსის
გვარს
ატარებდა,
გვარი
დრეივალად
გადაიკეთა.
ორ წელიწადში საფრანგეთის გენშტაბის დაზვერვამ ნამდვილი დამნაშავე იპოვა. დამნაშავე წარმოშობით ავსტრიელი, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მაიორი ვალსენ-ესთერჰაზი აღმოჩნდა. სამართლომ მაიორი ვალსენ-ესთერჰაზი გაამართლა.
ვალსენ-ესთერჰაზი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად და დაწერა, რომ დანაშაული, რომელსაც ალფრედ დრეიფუსს მიაწერდნენ,მართლაც მან ჩაიდინა. ვალსენ-ესთერჰაზის აღიარება არავის გაუთვალისწინებია.

1899 წელს საკასაციო
სასამართლომ საქმე ხელმეორედ
განიხილა და
შემამსუბუქებელი
გარემოების
აღმოჩენის გამო, ალფრედ დრეიფუსს სამუდამო
პატიმრობა
ათწლიანი
პატიმრობით
შეუცვალა.
1906 წელს ალფრედ დრეიფუსი სასჯელისგან სრულიად გაათავისუფლეს და ის საპატიმროდან ღრმად მორწმუნე გამოვიდა.
დრეიფუსის პროცესით
ილია
ჭავჭავაძეც
დაინტერესდა,
რომელსაც მიაჩნდა, რომ დრეიფუსი
ევროპის
სახელმწიფოების
ძალადობაზე
დაფუძნებულმა
პოლიტიკამ შეიწირა. „ ი. ჭავჭავაძე
სავსებით
სამართლიანად
სვამს
კითხვას:
„თუ უდანაშაულოდ
დასჯილია
დრეიფუსი,
ამის
გამო
ხელახლად
გადასინჯვა
საქმისა
მრთლმსაჯულობის
მოვალეობაა,
მაგრამ
მარტო
ამ
მხრით
ეს
საოცარი
საქმე
ასეთს
განგაშს,
ასეთ
რყევას
თითქმის
მთელის
საფრანგეთისას
ვერ
გამოიწვევდა.
აქ
რაღაცა
იმალავს
თავს,
აქ
ვიღაცის
ძლიერი
ხელი
ჰმუშაობს.“- აღნიშნავდა იურისტი ვახტან აბაშმაძე.
ილია ჭავჭავაძეს სხვა დროსაც დაინტერესებულა ებრაელების ბედით. ის წერდა: „ არც ერთ ერს არ გამოუვლია იმდენი სატანჯველი და წამება, რამდენიც ებრაელთა ერს თავს გადაჰხდენია. ამ ოდესმე დიდებულს და სახელგანთქმულს ერს ბედმა ხელიდამ გამოსხლიტა სამშობლო და თვითმყოფელობა და გააბნია იგი მთელის დედამიწის ზურგზე, ჩაათესლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება. აზიასა და ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში, ყველგან ერთი და იგივე ბედი სდევნიდა უბედურს ერსა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის ყოველნაირის საშუალებით, რათა თავი დაიცვას და არ გახდეს მსხვერპლი იძულებისა და წამებისა. ამდენი ხანია ეს ერი მოგზაურობს მთელს დედამიწის ზურგზე და ამ ხნის განმავლობაში არა ყოფილა ისეთი სატანჯველი, რომელიც ებრაელებს არ გამოეცადოს.“

როცა დავიდ ბააზოვი ჰააგაში
სიონისტების
მორიგ
ყრილობაზე შალომ-ალეიხემს
და ნახუმ
სოკოლოვს შეხვდა და
მათთან
ერთად მატარებლით ბერლინამდე იმგზავრა, ნახუმ სოკოლოვმა დავიდ ბააზოვს უთხრა:
„ მე
გავიცანი
ა.წერეთელი
პარიზში
და
ი.
ჭავჭავაძე
კი
პეტერბურგში.
აი
ნამდვილი
ადამიანები,
აი
ნამდვილი
იდეალების
მსახურნი,
რომელი
იდეალიც
უქადის
კაცობრიობას
ბედნიერ
გზასა,
რასაც
დაამოწმებს
პსიხოლოგიურად
ქართველი
ერის
და
ებრაელების
დაახლოვება.“ აქვე შალომ-ალეიხემს
და
ნახუმ
სოკოლოვს
საქართველოში
ჩამოსვლის
და
ქართული
ენის
შესწავლის
სურვილიც
გამოუთქვამთ.
შალომ - ალეიხემის და ნახუმ სოკოლოვის საქართველოში ჩამოსვლაზე
ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ 1913 წელს საქართველოში ვლადიმირ (ზეევ) ჟაბოტინსკი ნამდვილად ჩამოვიდა. მან თბილისში ლექციები წაიკითხა თემებზე: „თურქეთის შიდა კრიზისი“ და „ებრაული კულტურის და
ენის შესახებ.“.
ვლადიმირ (ზეევ) ჟაბოტინსკი გარკვეული დროის განმავლობაში თურქეთში
ცხოვრობდა და ამ ქვეყანას საფუძვლიანად იცნობდა. მისმა ცოდნამ და ორატორობამ
მოხიბლა თბილისელი მსმენელი. ის შეწუხებული ყოფილა იმის გამო, რომ ძველი ებრაული
ენა გამოდიოდა ხმარებიდან და ჟარგონი
იმკვიდრებდა ადგილს.
თბილისს ახსოვდა სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოსული ძველ ებრაულად და ებრაულ ჟარგონზე მოლაპარაკე ებრაელები. მათ შეკრება თბილისში 1901 წლის 20 აგვისტოს, მიხაელის ქუჩაზე, გერმანულ კლუბში გამართეს და ეს იყო კავკასიის სიონისტთა მეორე ყრილობა.
გერმანულ კლუბში გამოფენილი იყო ბაზელში მსოფლიო სიონისტთა პირველ კონგრესზე დამტკიცებული დავიდის ფარიანი, თეთრი და
ლურჯ
ფერებიანი დროშები, ცნობილი სიონისტების პორტრეტები, ტრანსპარანტები წარწერით: „დე გახმეს მარჯვენა ჩემი,თუ
დაგივიწყო იერუშალაიმ.“
კავკასიის სიონისტთა მეორე ყრილობა გაიხსნა ეკატერინოდარის რეგიონის რწმუნებულმა მენახემ უსიშკინმა. კავკასია სიონისტთა ეკატერინოდარის რეგიონში შედიოდა. ყრილობამ ბიურო აირჩია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ: უსიშკინი (თავმჯდომარე) მირკინი, შტრეიხერი (ამხანაგები) გინისი და ლეიხტერი (მდივნები) ყრილობაზე გამოვიდნენ დელეგატები ბათუმიდან, ბაქოდან, დერბენტიდან, ვლადიკავკაზიდან, თბილისიდან, სტავროპოლიდან, ქუთაისიდან. „ ორშაბათს 20 აგვისტოს ტფილისში დაიწყო სხდომები კავკასიის სიონისტთა პირველის კრებისა. სხდომას მრავალი ხალხი დაესწრო. თავმჯდომარეობდა ეკატერინოდარის სიონისტთა რწმუნებული მ.მ. უსიშკინი...რუსეთში სიონისტთა პირველი კრება მოხდა ამ რამდენიმე ხნის წინად ეკატერინოდარში; ეხლა კი მეორე ხდება აქ ტფილისში“ - იუწყებოდა გაზეთი „ ცნობის ფურცელი.“

„უმთავრესი აზრი სიონისტებისა
ისაა,
რომ
გამოაფხიზლონ
მთელის
ქვეყნის
ებრაელნი.
დააკავშირონ
ერთმანეთში
და
ნელ
ნელ
დააბრუნონ
ისინი
ისევ
ძველ
სამშობლოში-პალესტინაში.
ლონდონში ამ ერთის წლის წინად მომხდარ კონგრესზე სიონისტებს დაუდგენიათ რაიონებად დაჰყონ ის ადგილები, სადაც ებრაელები სცხოვრობენ. მალე ლონდონში სიონისტთა მე-5 კონგრესი მოხდება, რომელზედაც ანგარიშის წარსადგენად უსიშკინს ტფილისში ეს კრება დაუნიშნავს. დიდი გავლენა იქონია დამსწრე ებრაელებზე როგორც თვით თავმჯდომარის, ისე მათის რაბინის ლევინის სიტყვამ. მათს სიტყვებს ხალხი აღტაცებულის ტაშის ცემით მიეგება.
ეს სხდომა დამთავრდა აღნიშნული რაიონის სხვა-და-სხვა წრეების წარმომადგენელთა ანგარიშების წაკითხვით. რადგანაც სჩანს, რომ უმრავლესობა ებრაელებისა დიდის აღტაცებით ეკიდება სიონისტების მიერ დაწყებულ საქმეს. კრების გაგრძელება 20 აგვისტოს საღამოს და 21 აგვისტოს დილას თავჯდომარის ავადმყოფობისა გამო არ შესდგა და გადაიდვა 21 აგვისტოს საღამოს 6 საათისთვის“- აღნიშნავდა გაზეთი „ივერია“

მალხაზ კოხრეიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий