среда, 13 февраля 2019 г.

სამხედრო კომისარიატმა გამოკვლევაზეარამიანცის საავადმყოფოშიგამამწესა. ეს ის დროა, როცა სამედიცინო მომსახურება უფასოა, ავადმყოფებს პალატებში ადგილები არ ჰყოფნით და კორიდორები სავსეა საწოლებით.

ჩემთვის არავის ეცალა. დილით ადრე ვდგებოდი და საავადმყოფოს ვრცელ და გამწვანებულ ეზოში, ჯიხურიდან გაზეთებს ვყიდულობდი.
 
ვხედავ, რიგში ერთი გამხდარი, საშუალო სიმაღლის კაცი დგას და ნერვიულობს. ვიფიქრე ეჩქარება და ჩემს რიგს დავუთმობ-მეთქი. არ მეჩქარება, არა უშავსო- მითხრა. ალმანახისაუნჯემინდა, ანდრე მორუასწერილები უცნობ ქალსგამოუქვეყნებიათ და იმას ვეძებოგამყიდველმა გავყიდე რამდენი ხანიაო-გამოგვძახა ჯიხურის სარკმელიდან

ვერაფერს ვკითხულობ, ლექსაც ვეღარ ვწერ ამ საავადმყოფოში-მეუბნება. თქვენ პოეტი ბრძანდებით?-ვეკითხებინიკოლოზ არეშიძე- ხელი გამომიწოდა. იქვე ჩემს გამოხედვაზე მიხვდა, რომ მისი სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა და წაიმღერა:
რისთვის მინდოდა 
უშენოდ,
ამ ქვეყანაზე
გაჩენა,
ვაი,
რა ძნელი ყოფილა
ფიქრებთან
მარტო დარჩენა.

ჩემი ლექსიაო ამის თქმაც ვერ მოასწრო, რომ ხელი მაგრად ჩამოვართვი.
ერთი კვირის განმავლობაში, თითქოს მომიყვა, რაც მოსაყოლი ჰქონდა. ომგამოვლილს, ყოფილ მსახიობს, დრამატურგს და პოეტს მოსაყოლს რა გამოულევდა. ჰოდა, დავდიოდით წინ და უკანარამიანცის საავადმყოფოსვრცელ და გამწვანებულ ეზოში და და შიგადაშიგ მის ამღერებულ ლექსებსაც ვიხსენებდით
როცა დაჭკნენ 
ყვავილები ბაღში,
ჩემთან მოხველ
სიყვარულის ღმერთო.
სად იყავი,
სად იყავი მაშინ,
როცა გულში
გაზაფხული მენთო.

 საავადმყოფოდან გამოწერილმა თვალი გადავავლე ნიკოლოზ არეშიძის ლექსებს. „საუნჯეცვიყიდე და ინტერესით წავიკითხე ანდრე მორუასწერილები უცნობ ქალს.“ 
#

თბილისის საქალაქო საბჭოში მორის ფოცხიშვილი მივიწვიეთ. პოეტმა თავის შემოქმედებაზე ისაუბრა და შეკითხვების ჯერი როცა დადგა, მე, მისი რამდენიმე პოპულარულ ლექსი გავიხსენე და პოეტს ამ ლექსების შექმნის ისტორია ვთხოვე მოეთხრო.

მორის ფოცხიშვილმა მაშინ გვიამბო: ერთ წვიმიან დღეს გადასასვლელზე გადავდივარ, გულის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, გავჩერდი, მკერდზე ხელი მივიჭირე და თან თავში ასეთმა სტროფმა გამიელვა: ძნელი ყოფილა თურმე სიბერე, გულო გაუძელ ტკივილს. შემდეგ ამ სტროფს სხვა სტროფებიც მიემატა და ასე დავწერეუკანასკნელი მეფაიტონეო
ძნელი ყოფილა თურმე სიბერე,
გულო გაუძელ ტკივილს,-
წვიმა მოსულა, არვის ეგონოს,
გაყიდულ არღანს ვტირი.
ფანჯარაში მტრედია...

#

ჩვენებური ურთიერთობის კლასიკაა: Посылаем две - получаем четыре, посылаем четыре - получаем восемь. ეს ფორმულა კარგად აქვს გამოყენებული რეზო გაბრიაძეს და გია დანელიასარ იდარდოში.“ ჰოდა, კინოსტუდიაში ვსხედვართ ნუკრი ბარამიძე, შადიმან ჭავჭავაძე,ამირან ისიანი და მე. ვსაუბრობთ და დროდადრო ვწრუპავთ. უცებ ერთმა სცენარისტმა ჩაიარა. ამირან ისიანმა მოვიწვიოთო, კეთილი კაცია და ვალში არ დაგვრჩებაო. შადიმანმა არ გინდაო, მაგრამ ამირანმა დაძახება მოასწრო. მოვიდა სცენარისტი და გაუვსო ამირანმა ჭიქა. უცებ გამოცალა სცენარისტმა ჭიქა და კიდევ შემივსეო, ამირანს ანიშნა. მეორეც უცებ დალია და მესამეც. ჩვენ ხმას არ ვიღებთ. მერე თვალი შეავლო ჩვენს მწირ სუფრას და თქვა: წავედი ახლა მე, თქვენი ხათრით გავჩერდი, თორემ ძალიან მეჩქარებოდაო.

ჩვენ საუბარი გავაგრძელეთ ისე, რომ მაგიდისკენ არც გაგვიხედავს.

მალხაზ კოხრეიძე