იპოლიტ ტენის აზრით ხელოვნების წარმოშობა-განვითარებას განსაზღვრავს
ქვეყნის გეოგრაფიული და კლიმატური პირობები, ერის ხასიათი, ზნეობა და ა.შ. ერთი სიტყვით, გარემომცველი ფაქტორები იპილიტ ტენისთვის უმთავრესია
და თითოეული ადამიანის შემოქმედება ამ ფაქტორებზეა
დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი მოაზროვნის ეს სენტენცია, თითქოს
კამათს არ იწვევს საზოგადოებაში, არიან შემოქმედნი, რომელნიც ამას ნაკლებ ყურადღებას
აქცევენ და გარემომცველ ფაქტორებს უპირველესად არ მიიჩნევენ. ასეთების
შემოქმედება მეტად საკუთარი
სულის ამოძახილზეა დაფუძნებული
და ისინი საზოგადოების თვალშიც გამოკვეთილად
სუბიექტურები ჩანან.
ამგვარ შემოქმედთა კატეგორიას მიეკუთვნება ნათია ნემსაძე.
ნათია ნემსაძე არ არის ექსპრომტის პოეტი. მისი ლექსები ცნობიერებაში
ჩნდებიან, მწიფთებიან და მხოლოდ ამის
შემდეგ იბადებიან. ამიტომ არის თითოეული მისი ლექსი- მოკლე თუ სრული, პოეტურად
დახვეწილი და ფილოსოფიურად გამართული.
იმის გამო, რომ პოეტის ზოგიერთი ლექსი იაპონური ტრადიციული სალექსო
ფორმის მსგავსად არის შესრულებული,
ის თავის
მოკლე ლექსებს მოფერებით ხოკუებს უწოდებს.
ხოკუს და ტანკას, თავის დროზე, საზოგადოება მურმან ლებანიძის
თარგმანებით გაეცნო და
გადმოქართულებული იაპონური პოეზიის ნიმუშები დღემდე, ქართველი პოეზიის მოყვარულების ინტერესს იწვევენ.
არც აკრძალული იყო რამე, მაგრამ არც ნებადართული...
მუდმივად ყვითლად მოციმციმე შუქნიშნის ქუჩაზე.
-
დიდხანს რუდუნებით და სიყვარულით აშენებდნენ ბაღს,
სადაც მერე არავის არასდროს უსეირნია.
-
როდესაც სული კიდევ ერთხელ შეგეხუთება,
ლექსის ნაჭუჭში გაეხვიე, ლაღად ისუნთქე.
ნათია ნემსაძის მაგალითად მოტანილი ეს სამი ლექსი, არ ვიცი, რამდენად გვაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ნემსის
წვერით ბრინჯის მარცვლებზე არიან
ამოტვიფრულები, მაგრამ თავად
იაპონელი პოეტები ამ ლექსების ბოლოს, რომ
საკუთარ სახელებს სიამოვნებითამოტვიფრავდნენ- ამაში დარწმუნებული ვარ.
ნათია ნემსაძე თავისებურად აღიქვამს დროს. დრო მისთვის მატერიაა და ფიქრობს რომ, მას საიდანაც უნდა იქიდან მიუდგება.
კიბეს მივადგამ დროს-
ავალ ბოლომდე,
გავიხედები შორს-
წარმოშობამდე.
მერე წამოვალ წინ-
თითქმის ხვალამდე,
სივრეცეს მოვავლებ თვალს-
დასაბამამდე.
თუმცა პოეტს დრო დასაშლელად არ ემეტება, რადგან დროის დაშლა მისთვის
მეხსიერებაში კორექტივებს შეიტანას და სამომავლო ნაბიჯების არევას ნიშნავს.
ნათია ნემსაძე ექსპრესიონისტია და
მატერიას ისე წარმოგვიდგენს, როგორც მის
გონებაშია გარდასახული და არა ისე, როგორც სინამდვილეშია, ან ისე, როგორსაც
ხედავს.
პოეტი დრო და დრო
ნატურალისტადაც გვევლინება და მის
მიერ არსებულის სათანადოდ აღქმას, შესაბამისი
ემოციებიც ახლავს თან.
ვინ თქვა, რომ ერთხელ იბადები?
ყოველ დღე, ხანდახან დღეში
რამდენჯერმე ხელახლა შეიცნობ საკუთარ გრძნობებს,
რომლებიც გიდასტურებენ, რომ ისევ
არსებობ...
თუ დაგავიწყდა, ამას შეგახსენებს
ახლად ნაწვიმარი ქუჩა,
უცნობი თუ ნაცნობი ბგერები,
საღამოს სიჩუმე,
გაზაფხულის მარწყვი,
ახლებურად დანახული ძველი
მეგობარი,
მოულოდნელობა და მოსალოდნელი...
და ელოდები საბოლოო დაბადებას.
-
ფანტომური ტკივილები დამჩემდა-
არარსებული ხალხის,
ცარიელი სახლის,
მოუგვარებელი საქმის,
გაცდენილი დროის,
შეუსრულებელი როლის...
დღეს ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ
ქალის და კაცის ლიტერატურული ქმნილება
ლიტერატორებმა არ უნდა გამიჯნონ
და ნაწარმოების განხილვა - შეფასება ერთ სიბრტყეზე, ერთი საერთო მზერით უნდა მოახდეს.
ამაში თითქოს არაფერია ცუდი,
მაგრამ სად წავუალთ ქალურ სინატიფეს?
გრძნობების გადმოცემის ქალურ ვერსიებს და ქალის
წინწამოწეულ ეგოს?! არა და, ყველაფერი
ეს არა მარტო ნათია ნემსაძის ლექსებში, არამედ სხვა ქალი პოეტების ლექსებშიც შემინიშნავს.
აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ნათია ნემსაძის ლექსები
ვერ მივამსგავსე ვერცერთი ქართველი პოეტის ლექსებს და კიდევ ერთხელ
დავრწმუნდი იმაში, რომ ნათია ნემსაძე
თვითმყოფადი პოეტია და მას ღირსეულად უკავია
ადგილი თანამედროვე ქართველ პოეტ
ლიდერთა შორის. სხვათაშორის,
ერთ-ერთი ლექსით, ის, მისთვის
დამახასიათებელი ირონიულობით,
თავის მუზასაც გვაცნობს:
არ ჩქარობს, არც აგვიანებს,
მოძრაობს, მაგრამ დგას,
არ წვიმს,
არ დარდობს,
არ სცივა,
არსად არ დადგამს სახლს.
არ ჰქრის,
არ სძინავს,
არ ეტრფის,
არვის სძალავს ფულს.
არ შია,
არც ლაპარაკობს და
არც დესერტი სურს.
სადღაც იყო და არ იყო,
ბევჯერ დაადგა გზას,
მაგრამ მალევე დაბრუნდა,
ახლა სიცილით მკლავს.
დაბოლოს, როგორც გავიგე, ისრაელში, ლალი ციფი მიხაელმა ივრითზე თარგმნა ნათია ნემსაძის
ლექსები და ისრაელელ მკითხველს საშუალება მიეცა ანა კალანდაძის და ლია სტურუას გვერდით, მშობლიურ ენაზე ნათია ნემსაძის პოეზიასაც გაეცნოს.
ქართველ მკითხველს ნათია ნემსაძის
ლექსების წაკითხვა შუძლია SABA COM. GE-ზე,ხოლო წიგნის შეძენა -მაღაზია Bookmark Books in Vake წიგნები ვაკეში.
როდესაც ადამიანი, ვისაც მეტ-ნაკლებად კარგად იცნობ, იწყებს ლექსების წერას თავდაპირველად მისი შემოქმედება მისივე პიროვნების ჭრილიდან აღიქმება. ნათია ნემსაძის პოეზია ჩემთვის ელეგანტური და ზოგჯერ არაორდინარული მისი ჩაცმის სტილივით.
ОтветитьУдалитьთუმცა დროთა განმავლობაში ლექსები თანდათან განყენებულად აღიქმება, როგორც სხვა ჩვენთვის პირადად უცნობი პოეტების შემთხვევაში.
ნათია ძველი თბილისელი აშუღის, საიათნოვას მსგავსად სამენოვანი შემოქმედია, მხოლოდ განსხვავებულ ენათა კომბინაციით; საკითხავია, რა არის ეს, - თბილისური ტრადიციის გაგრძელება, თუ ფილოლოგის პოეტური ახირება? ლექსები ზოგჯერ პოსტ-მოდერნისტულად გამაშიშვლებელია, ზოგჯერ კი ძველმოდურად რომანტიკული. ხანდახან ნათხოვარი ტანსაცმელივით ძველი პოეტების სტილით ინიღბება. მისი სამივე შემოქმედებითი ლექსიკონის, ქართული, რუსული და ინგლისური, სემანტიკა პირობითია, ლინგვისტიკა მხოლოდ საშუალებაა სიტყვების მიღმიერი აზრის გამოსახატად; თუ ცნობილი ფრანგული გამოთქმის, „Les arbres empêchent de voir la forêt “ პერიფრაზირებას მოვახდენთ: სიტყვები აზრის დანახვას არ გვიშლის, მათში, როგორც მეჩხერ ღობეში, მეტაფიზიკური აზრი მოჩანს. გერმანელი ფილოსოფოსი და ესეისტი, ვალტერ ბენიამინი მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი არსი, რომელსაც იგი „სუფთა ენა“-ს უწოდებს, სიტყვების ტყვეობაში იმყოფება. შეიძლება ითქვას, პოეტი ათავისუფლებს მას.
Этот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалить