пятница, 3 августа 2018 г.


1984 წელს ნარკობარონი პაბლო ესკობარი კოლუმბიის კონგრესიდან გააძევეს. მას ქვეყნის იუსტიციის მინისტრი როდრიგო ლარა ბონი შეუჩნდაიმ წელს კოლუმბიის იუსტიციის მინისტრი მოკლეს.

კოლუმბიაში ატეხილი ამ ორომტრიალის დროს, საქართველოში გოგონა დაიბადა, რომელიც შემდეგ  პაბლო ესკობარის ცხოვრებით დაინტერესდა და მასზე მშვენიერი მხატვრული ნაწარმოები შექმნა.
   
მარიკა მამალაძის ესკობარი მზესთან  გამომცემლობა უსტარმა გამოსცა.

გარდა იმისა, რომ ყბადაღებული მაფიით დაინტერესებული მკითხველი წაიკითხავს სიამოვნებით მარიკა მამალაძის  წიგნს, ის, ასევე   საინტერესოა სხვა მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველისთვისაც, რადგან სტილი რომლიც შეარჩია ავტორმა, ძალიან წააგავს ლათინოამერიკელი მწერლების სტილს, რითაც ავტორი კიდევ უფრო გვაახლოვებს ჩვენგან შორს- ამერიკის კონტინენტზე მომხდარ მოვლენებთან  და ამ მოვლენების თავისებური აღქმის საშუალებას გვაძლევს

აზრებით კოლუმბიაში გადავარდნილი  ქართველი მკითხველი,  უნებლეთ,  მაინც ბრუნდება საქართველოში და ღიმილით კითხულობს იმას, რომ ესკობარი ქართული სამზარეულოს დამფასებელი ყოფილა:  სუფრა გასაოგნებელი იყო, პაბლოს ახალი გატაცება აღმოაჩნდა-ქართული სამზარეულო, იქ მყოფთაგან არავინ იცოდა, რა იყო და სად იყო ეს ქვეყანა, სამზარეულოზე რომ არაფერი ვთქვათ და კიდევ იმაზე, თუ საიდან მოახერხა ესკობარმა ქრისტოფორეში ქართველი მზარეულის პოვნა.
 -ეს მენგრელიური კერძებია, საქართველოში ასეთი კუთხეა, მექსიკელებივით მწარეს ეტანებიან და ნიგვზის ასწლოვანი ხეები ჰქონიათ-უხსნიდა პაბლო მის სუფრაზე მსხდომ ადამიანებს, რომლებიც მისი მოკავშირეები უნდა გამხდარიყვნენ რეიგანის წინააღმდეგ ბრძოლაში. სტუმრებს გაკვირვებისგან პირი დაეღოთ, რამოდენიმეს თავი კაიფში ეგონა. ტერორიზმში პოტენციურმა მოკავშირეებმა პაბლოს ყველა სიტყვა დაიჯერეს, მას მერე რაც, სუფრაზე მათთვის მეტად უცნაური, უგემრიელესი ელარჯი ჩამოატარეს.“ 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესკობარი მზესთან სულაც არ იძლევა იმის განცდას, რომ ნაწარმოები დამწყები მწერლის შექმნილია. პირიქით, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი გამოცდილი, საქმეში ჩახედული“  მწერალია. მხოლოდ გამოცდილ, მხატვრულ სიტყვასთან შეთამამებულ შემოქმედს შეეძლო დაეწრა შემდეგი: მაინც როგორი ერთგულება იცის ნიჟარამ... ოკეანისგან უსასრულოდ მოშორებული საუკუნოდ მასთან რჩება. მის სმენას ვერ აყრუებს ქალაქის ხმაური და ქარების ქროლვა, ხმელეთის წიაღში საგულდაგულოდ გადანახულიც კი, მაინც სასურველ სტიქიასთან რჩება. შეიძლება, აღარც კი ახსოვს, სად იყო და ვინ სახლობდა ერთ დროს მის კედლებში, მაგრამ ტალღის საამური მიმოსვლის ხმა სახეა მისი და ვედრებას სულაც არა ჰგავს... არც მოლოდინი შეიძლება ვუწოდოთ ამას-ნიჟარა მშვიდია და ბედნიერი, ვინც უნდა, სულ თან ჰყავს... უყვარს-მერე რა რომ შორია.“ 
მალხაზ კოხრეიძე
2012 წელი


Комментариев нет:

Отправить комментарий