როცა საბურთალოს რაიონულ კომიტეტში სტაჟირებას გავდიოდი, რაიკომის მდივანმა შოთა დოღონაძემ თავისთან დამიბარა და მითხრა: ახალგაზრდა ხარ, ნუ დაიზარებ, წადი ქალაქკომში აბესალომ იმედაშვილთან, რაღაცას გადმოგცემს და პირდად მე მომიტანეო.
რა თქმა უნდა, შევასრულე რაიკომის მდივნის დავალება და
ქალაქკომის იდეოლოგიის განყოფილების გამგეს თავის კაბინეტში შევხვდი.
აბესალომ იმედაშვილმა შემათვალიერა, შეკვრა გადმომცა და დამემშვიდობა.
როცა რაიკომში დავბრუნდი, შოთა დოღონაძემ მითხრა: აბესალომ იმედაშვილმა დამირეკა და მისაყვედურა- ასეთ ახალგაზრდას ეს საქმე რატომ ანდეო.მე გამიკვირდა: რა რთული საქმე ეს იყო-მეთქი. შოთა დოღონაძემ ამიხსნა: საქმე იმაშია, რომ შენ ახლა თვითმფრინავის გამტაცებლების სასამართლო პროცესზე დასასწრები საშვები მოიტანეო. საშვები საბურთალოს რაიონის საწარმოებს და დაწესებულებებს უნდა გავუნაწილოთო.
რაიკომის მდივნის კაბინეტიდან გამოსულმა ვერ მოვითმინე და ისევ უკან შევბრუნდი.

შოთა აკაკიევიჩ! მე ხომ მოვიტანე ეს შეკვრა? კი- დამეთანხმა
რაიკომის მდივანი, ჩემი პროფესიის შესახებ ხომ იცით? ვიცით-გაიღიმა რაიკომის მდივანმა. ჰოდა ერთი საშვი არ მეკუთვნის?!
გეკუთვნის-მიპასუხა ბატონმა შოთამ და შეკვრიდან ერთი საშვი ამოიღო.
დათო ტურაშვილი წერს: „სასამართლო დარბაზში უმრავლესობას კაგებეს თანამშრომლები შეადგენდნენ და მხოლოდ ბრალდებულების მშობლებს მისცეს პროცესზე დასწრების უფლება და არავის სხვას-მათ შორის გატაცებული თვითმფრინავის ყოფილ მგზავრებსაც. მგზავრებიდან მხოლოდ ისინი შეარჩიეს, ვინც მათი აზრით, მხოლოდ იმას იტყოდა, რაც ხელისუფლებას სურდა.“

ალბათ " კაგებეს“ თანამშრომლებიც ესწრებოდნენ უმაღლესი სასამართლოს დარბაზში გამართულ პროცესს და მე მგონი, უფრო ისინი იყვნენ, ვინც საშვებს გვიმოწმებდა, მაგრამ დამსწრე საზოგადოებიდან უმეტესობა რაიკომების, საწარმოებისა და დაწესებულებების პარტიული ორგანიზაციების მიერ შერჩეული თანამშრომლები იყვნენ. სხვათაშორის, ვიღაცას იმდენად არ აინტერესებდა რა ხდებოდა სასამართლოს დარბაზში, რომ გაზეთი „ლელო“ გაშალა და კითხვას შეუდგა.
მოსამართლე თეიმურაზ გერსამია იმ პროცესით გახდა პოპულარული. შემდეგ ის ყოფილ „ცეკას“ მდივანს -სოლიკო ხაბეიშვილს ასამართლებდა.
მსაჯულებიდან ცნობილი იყო ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშა კონსტანტინე ილურიძე, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქე და სოციალისტური შრომის გმირი გახლდათ. ჩემთვის ასევე ნაცნობი იყო სასამართლო სხდომის მდივანი- შოთა ასათიანი. შოთა ასათიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებლად გამოდიოდა რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე ვლადიმერ იოსელიანი. ვლადიმერ იოსელიანს ქართულად მეტყველება უჭირდა. ამიტომ პროცესის მიმდინარეობისას განსასჯელმა კახა ივერიელმა მას ურჩია, რომ რუსულად ელაპარაკა. პროკურორმა რჩევა არ მიიღო და ქართულად გააგრძელა გამოსვლები.
ლეკიშვილების იგივე ივერიელების ოჯახი, ექიმების ოჯახი იყო. განსასჯელების კახა და პაატა ივერიელების მამა- ვაჟა ლეკიშვილი პროფესიით ენდოკრინოლოგი იყო და ედუარდ შევარდნაძეს დრო და დრო კონსულტაციებს უწევდა.

სასამართლო პროცესზე ერთერთმა დაზარალებულმა აღნიშნა: როცა ჩემი ნათესავი თვითმფრინავში დაიჭრა, კახა ივერიელმა მითხრა- ჭრილობაზე თუთუნი დააყარე და სისხლის დენა შეუჩერდებაო.
ამან მოსამართლე გერსამია დააინტერესა და იკითხა: რაჰ ჰქენი მერე, შეუჩერდა სისხლის დენაო? არ შეუჩერდაო- უპასუხა დაზარალებულმა. მაშინ დარბაზში მოსამართლის რეპლიკა გაისმა: თუთუნით რომ სისხლის დენა შეგეჩერებია, ნობელის პრემიას მოგცემდნენო.
მომეჩვენა, რომ განსასჯელები მაინცდამაინც ახლო მეგობრულ დამოკიდებულებაში არ იყვნენ მღვდელ თემურ ჩიხლაძესთან. მისი გამოსვლები სხვა განსასჯელებში ღიმილს იწვევდა. მას პაატა ივერიელისთვის ადრე უთქვამს: ისეთი შესახედაობა გაქვს, რომ შენით აუცილებლად ჰოლივუდში დაინტერესდებიანო.
განსასჯელებიდან ყველაზე ცნობილი საზოგადოებისთვის, მსახიობი გეგა კობახიძე იყო. მან მოსამართლეს განუცხადა, რომ ის როგორც ბაპტისტი, პასტორის მოწოდებას- ყველა ბაპტისტი ამერიკაში შეკრებილიყო, გამოეხმაურა და ამიტომ აპირებდა საბჭოთა კავშირის დატოვებას. ამასთანავე, სასამართლოზე თავის დამცველად, ბაპტისტების პასტორის მოწვევაც მოითხოვა. მოსამართლე გერსამიამ ამაზე რეაგირება არ მოახდინა.
სალომე ზურაბიშვილი წერს: „ერთ ღამეს ტელეფონმა დარეკა... ყურმილში ჩემი ქმრის ბიძაშვილის აღგზნებული და ბედნიერი ხმა გაისმა, რომელიც თბილისიდან რეკავდა, ის აშკარად ქეიფიდან დაბრუნებულიყო და შეზარხოშებული ჩანდა; არ მახსოვს, რომელ დღესასწაულს გვილოცავდა და გვპირდებოდა, რომ მალე შევხვდებოდით. მაგრამ სად, რას ამბობს? მისი არეული საუბარი ღვინოს დავაბრალეთ.
რამდენიმე დღის შემდეგ საშინელი ამბავი შევიტყვეთ. ამ ახალგაზრდამ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, საბჭოეთის საპატიმროსთვის თავი დაეღწიათ -ერთ-ერთი მათი მეგობრის საქორწილო მოგზაურობის დროს შეეცადნენ, შიდა რეისის თვითმფრინავი იძულებით სტაბოლისაკენ წაეყვანათ, შემდეგ კი პარიზში ჩასულიყვნენ და ნათესავები, ანუ ჩვენ ვენახეთ, მაგრამ თვითმფრინავი უკან, თბილისში დააბრუნეს და აეროდრომზე დასვეს. ზოგიერთი „ პირატი,“ მათ შორის ჩვენი 26 წლის ახალგაზრდა ბიძაშვილი, თვითმფრინავში, ადგილზევე დახოცეს, დანარჩენები დააპატიმრეს“.

ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლოზე ასეთი რამ თქვა: გეგამ მითხრა, რუსთაველის თეატრში უნდა დავიწყო მუშაობა და საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ აღარ დავბრუნდებიო.
როგორც ჩანს, ჯგუფი კონსპირაციას ვერ ინარჩუნებდა. ისინი თავიანთ განზრახვას ნაცნობ-მეგობრებს უზიარებდნენ და რაც
მთავარია, ამას ტელეფონის მეშვეობითაც აკეთებდნენ.
იმ დროს, ქალაქიდან ქალაქში ვერ დარეკავდი სატელეფონო სადგურის მეკავშირის გარეშე და შენს საუბარს მხოლოდ მეკავშირე თუ მოუსმენდა- არა უშავდა. წარმოიდგინეთ, საფრანგეთს დაუკავშირდებოდი და არავინ მოგისმენდა ?!
1970 წელს სამგზავრო თვითმფრინავი Ан-24 ბათუმიდან სოხუმში მიფრინავდა. ლიტველმა მამა-შვილმა პრანას და ალგირდას ბრაზისკასებმა ეკიპაჟი აიძულეს თვითმფრინავი ტრაპიზონის აეროპორტში დაესვათ.

ალგრირდას ბრაზისკასი მაშინ 15 წლის იყო. ბრაზისკასებმა მოკლეს ბორტგამცილებელი.
ლიტველები თურქეთში დაიჭირეს. შეწყალების შემდეგ ისინი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ და იქ არც თუ ისე წარმატებულად ცხოვრობდნენ.
საბჭოთა სასამართლომ (მოსამართლე სუმბათაშვილი) მამა-შვილი დაუსწრებლად 1974 წელს გაასამართლა და მამას დახვრეტა, შვილს კი- ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
1988 წელს ქალაქ ორჯონიკიძეში ტერორისტებმა პაველ იაკშიანცის მეთაურობით, დააკავეს ავტობუსი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ისხდნენ.

ტერორისტებმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, იარაღი ფული და საზღვარგარეთ გაფრენა მოითხოვეს. მთავრობამ მოთხოვნები შეუსრულა და ტერორისტებიც მინვოდის აეროპორტიდან, Ил-76 -ით ისრაელში გაფრინდნენ.
ისრაელში ჩაფრენილ ტერორისტებთან, მოლაპარაკება თავდაცვის მინისტრმა იცხაკ რაბინმა გამართა. ტერორისტებმა ისრაელის ხელისუფლებას საბჭოთა მთავრობის მიერ მიცემული მილიონი დოლარი შესთავაზეს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისკენ გზის გახსნის სანაცვლოდ. ისრაელში ქრთამზე უარი განაცხადეს და ტერორისტები საბჭოთა კავშირს გადასცეს.
1989 წელს პაველ იაკშიანცს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სამ მის თანამზრახველს კი -14 წლით პატიმრობა.
საყურადღებოა, რომ ქართველი ახალგაზრდები თვითმფრინავის თურქეთის მიმართულებით გაფრენას მოითხოვდნენ, მაგრამ ალტერნატიულ ქვეყანად -ისრაელს ასახელებდნენ.
მალხაზ კოხრეიძე

Комментариев нет:
Отправить комментарий