четверг, 9 августа 2018 г.

იმ დროს, ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ გამოცემა განაახლეს, მაგრამ ვერ შევიძინე. ერთ დღეს ლევან ჩოფიკაშვილი მეუბნება: ჟურნალი მამაჩემმა მოიტანა ერთი დღით და წავიდეთ ჩემთან დავათვალიეროთო. ლევანი სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა და გავეშურეთ მისი ბინისკენ.

შთაბეჭდილებებით დავბრუნდით სკოლაში.

მეორე დღეს რელიგიის თემაზე ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ- თუ ის „გეპეიში“ და მე- „უნივერსიტეტში“ ვერ მოვეწყობოდით, მცხეთის სასულიერო სემინარიაში წავსულიყავით სასწავლებლად.

მესამე დღეს სკოლის ეზოში ფეხბურთის თამაში გადავწყვიტეთ და სამზადისს შევუდექით.
ვაფიქსირებ „კარის ძელს“ და ვხედავ, სკოლის მონგრეულ გალავანზე საშა ბოლქვაძე გადმოდის. მალხაზ შენთან საქმე მაქვს- მეუბნება საშა. „ძელი“ მივატოვე და საშა გადავკოცნე.

საშა ბოლქვაძემ სკოლა იმ წელს დაასრულა და „გეპეიში“ ვერ მოეწყო. მართლა აპირებთ შენ და ლევანი სასულიერო სემინარიაში სწავლას?- მეკითხება საშა. კი, თუ ვერ მოვრწყობით უმაღლეს სასწავლებელში- წავალთ. საშა გაოცებული მიყურებდა. შემდეგ აღტაცება დაეტყო. ესე იგი, მართალია- თავისთვის ჩაილაპარაკა და ჩვენთან ერთად ფეხბურთი ითამაშა.

ვერ მოვეწყვეთ მე და ლევან ჩოფიკაშვილი უმაღლეს სასწავლებელში. თუმცა, არც სასულიერო სემინარიაში წავსულვართ. მალე, ის კი გავიგეთ, რომ სემინარისტი საშა ბოლქვაძე გახდა.

იმ დღეს, ჩვენი სკოლის ეზოში აშენებულ წმიდა გიორგის ეკლესიაში ვიყავი და თვალი ეკლესიის შესასვლელისკენ გამექცა. ზუსტად იმ ადგილზეა ტაძრის შესასვლელი, სადაც „ძელს“ ვაფიქსირებდი და საშა ბოლქვაძე სემინარიაზე მეკითხებოდა.

მამა ალექსანდრე ბოლქვაძე დღეს ამ ტაძრის წინამძღვარია.


P.S. თბილისის 62-ე სკოლა 1936 წელს აშენდა და შენობის არქიტექტორი ლევან ჯანელიძეა.
#

სპორტის მასწავლებელმა ზელიმხან ხატიაშვილმა მოსწავლეების ერთი ჯგუფი მძლეოსნობის სპორტსკოლაში, მწრთვნელ მიხეილ მუხიგულაშვილს მიგვაბარა, ხოლო მეორე ჯგუფი კალათბურთელ ვალერი ალთაბაევთან ვარჯიშობდა. ვალერი ალთაბაევი ბავშვებს ჯერ 102 სკოლის სპორტდარბაზში, ხოლო შემდეგ 161 სკოლის სპორტდარბაზში ავარჯიშებდა.
ჩემი კლასელი ლევან ჩოფიკაშვილი ალთაბაევის ჯგუფში ვარჯიშობდა და მეც მათთან გადასვლას მირჩევდა. არ ვეთანხმებოდი და ერთ მშვენიერ დღეს, ვალერი ალთაბაევი დამაყენა თავზე. სპორტის დამსახურებული ოსტატი ახალ შეგირდებს ეძებდა.
ჩვენი ორმეტრიანი მწრთვნელი, „ზაპოროჟეცითმოდიოდი ვარჯიშებზე და გავიგებდით თუ არა მანქანის ხმას, 161- სკოლის ეზოში ჟრიამულს ვიწყებდით
ვალერი ალთაბაევის ჯგუფში 62- სკოლის მოსწავლეების გარდა, 161- სკოლის (ჩვენი განაყოფი სკოლა) მოსწავლეები და საბურთალოს სხვა მიმდებარე სკოლების მოსწავლეებიც ვარჯიშობდნენ. ჩვენთან ვარჯიშობდა უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის -ნოდარ ამაღლობელის ვაჟი, ძალიან კარგი ბიჭი არჩილ ამაღლობელი. არჩილ ამაღლობელი გმირულად დაიღუპა აფხაზეთში
როცა ჩვენი სკოლა, საბურთალოს სხვა სკოლას ეჯიბრებოდა, ხშირად ორივე მხარესალთაბაევის ბიჭებიგამოვდიოდით და შეჯიბრება მეგობრულ ვითარებაში იმართებოდა
 ჩვენგან კალათბურთელი არავინ გამოსულა, მაგრამ ჯუფში ადამიანური თანადგომა ნამდვილად ვისწავლეთ და დარბაზში თუ დარბაზის გარეთ ამ თვისებას არ ვღალატობდით. სხვათაშორის, ერთმანეთისთვის არც მეგობრული რჩევების მიცემა გვერიდებოდა და თუ რომელიმე ჩვენთაგანს გოგო მოეწონებოდა და აღმოჩნდებოდა, რომ ის სხვას მოსწონდა და გოგოც გულგრილი არ იყო იმ ბიჭის მიმართ- შეყვარებულ ამხანაგს თავშეკავებისკენ მოვუწოდებდით
ასეთ ვითარებაში ყალიბდებოდა ჩემი და ლევან ჩოფიკაშვილის მეგობრობა.
რუსთაველის თეატრის სცენაზე რეჟისორმა რევაზ ჩხაიძემ ალექსანდრე ჩხაიძის პიესათავისუფალი თემადადგა. ალექსანდრე ჩხაიძე პიესაში მოსწავლეების და მასწავლებლების დამოკიდებულებაზე, სკოლაში პროტექციონიზმის არსებობაზე მოგვითხრობდა. მთავარ როლს სპეკტაკლში, ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლე მსახიობი ირინე გუდაძე ასრულებდა
 „თავისუფალი თემამოსწავლეების განსჯის თემად იქცა და ლევან ჩოფიკაშვილი, მე და რამდენიმე ჩვენი სკოლელი გოგონა სპეკტაკლის გარჩევის მიზნით თეატრში წაგვიყვანეს. ჩვენ გვეგონა მსახიობებს ცალკე შევხვდებოდით და ისე ვისაუბრებდით, მაგრამ სპეკტაკლის დასრულების შემდეგ, მაყურებლებით გადაჭედილ დარბაზში, ლევანი და მე სცენაზე მიგვიწვიეს. დავდექით თუ არა სცენაზე- დავიბენით. მდგომარეობიდან რუსთაველის თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგემ- ლილი ფოფხაძემ გამოგვიყვანა. მან შეკითხვები დაგვისვა და ასე აგვალაპარაკა ორი დაბნეული ბიჭი. ჩვენი გოგონები კი კარგად გამოვიდნენ
სპორტი, თეატრი, კინო, ესტრადა, ლიტერატურა, ჩვენი კამათის საგანი იყო. შიგადაშიგ ლექსებსაც ვწერდით. გვინდოდაცისფერყანწელებისთვისმიგვებაძა და ფორმალურად ჯგუფიც კი შევქმენით, რომელსაც ლევან ვაჩნაძემლასმანდონიუწოდა. „ლასმანდონილევანს (ლევან ვაჩნაძე და ლევან ჩოფიკაშვილი), მალხაზს (მალხაზ კოხრეიძე) და დავითს ( დავით სიხარულიძე) ნიშნავდა. მახსოვს, ხელნაწერი ჟურნალიც გამოვუშვით.
სკოლის დამთავრებისთანავე მხოლოდ ერთილასმანდონელიმოეწყო უმაღლეს სასაწავლებელში. ლევან ვაჩნაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. დანარჩენებმა დასვენების მიზნით, მშობლიურ კუთხეებს მივაშურეთ. ლევან ჩოფიკაშვილი ყაზბეგში წავიდა, მე-იანეთში. წერილებით თითქმის ყველა წვრილმანს ვაგებინებდით ერთმანეთს და ბოლოს ერთმანეთს ჩასვლასაც ვითხოვდით, მაგრამ ვერც მე ჩავედი ყაზბეგში მაშინ და ვერც ლევანი ჩამოვიდა იანეთში
სტუდენტობას ხელი არ შეუშლია სკოლაში დაწყებული მეგობრობისთვის და თითქმის სულ ერთად ვიყავით ბიჭები
ჩვენი შეწუხება გამოიწვია, ლევან ჩოფიკაშვილი კისრის არეში წარმოქმნილმა სიმაგრემ, რომელიც ყველას ყელ-ყურის პრობლემა გვეგონა, მაგრამ, როცა შესაბამისი პროფილის ექიმმა განაცხადა ჩემი პაციენტი არ არის და კარგი იქნება მოსკოვში თუ წაიყვანთო-ყველა შევშფოთდით, თუმცა გვჯეროდა, რომ მოსკოვში ნამდვილად განიკურნებოდა და ამიტომ იმედით გავაცილეთ
ნიკოლაი ბლოხინის ონკოლოგიურ ცენტრში თითქმის ყოველდღე ვრეკავდით და მის მდგომარეობას ვკითხულობდით
დაახლოებით სამ კვირაში დაბრუნდა ლევანი თბილისში თავგადაპარსული
როცა მასთან სახლში მივედი, ოთახში გამიხმო და ჩემოდნიდან პერანგი ამოიღო. მოსკოვში გიყიდე, რა ვქნა, შენ დაბადების დღეზე ვერ ჩამოვედიო
ისევ გავაცილეთ მოსკოვში. ისევ ვურეკავდით, მაგრამ პირადად მას ვეღარ ვესაუბრებოდით. ამიტომ მოსკოვში გამგზავრება დავაპირეთ, მაგრამ...
მთელი კლასი შევიკრიბეთ აეროპორტში. ჩვენთან ერთად პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები-ლევანის ჯგუფელები, მისი მეზობლები და ნაცნობ-მეგობრებიც იყვნენ
ახალ აეროპორტში გვითხრეს: ძველ აეროპორტში გადადით და ინსტრუქციას იქ მიიღებთო
ძველი აეროპორტი ჩვენი გოგო-ბიჭებით გაივსო. ზოგი იჯდა, ზოგიც იდგა. უცებ აეროპორტის თანამშრომელი მოგვიახლოვდა და გვეკითხება: მალხაზ კოხრეიძე რომელია. მე ვარ-მეთქი. წამობრძანდითო-მეუბნება
საუბრისას თანდათან ვშორდებით აეროპორტის შენობას. თანამშრომელი მიხსნის, რომ მან მოითხოვა პასუხისმგებელი პირი და ამხანაგებმა მე დამასახელეს. ამიტომ უნდა გამაცნოსტვირთისმიღების პირობები. მისი თქმით უმთავრესია, რომ ტერიტორიაზე ხმაური და ტირილი არ ატყდეს. მოგეხსენებათ ავღანეთიდან ასეთტვირთებსვიღებთ და დამხვდურების ემოციების გამო, ჩვენ ვისჯებითო
ბევრმა არ იცის, რომ სწორეს მაშინ შემოვიდა ტერმინიტვირთი-200“ (Груз-200), რასაც ავღანეთში დაღუპული სამხედრო პირის გადმოსვენებისას იყენებდნენ.
სხვა დეტალებსაც მაცნობს აეროპორტს თანამშრომელი. მე თვალებზე ცრემლები მადგება და შორიდან დანახულ, აეროპორტის წინ ჩამწკრივებულ ჩვენ გოგო- ბიჭებს, გონებაში, მავთულზე ჩაბღაუჭებულ მოწყენილი ფრინველებს ვადარებ.
ბიჭებმა წრე შემომარტყეს. მე მათ ვუხსნი, რომ თვითმფრინავი 5 წუთში დაეშვება, რომ თვითმფრინავის საბარგულამდე სპეციალური მანქანა მიგვიყვანს. იქ აეროპორტის მტვირთავები დაგვეხმარებიან დაყუთსმანქანაზე გადმოვიტანთ. განცდები და ხმაური გამორიცხულია-მეთქი
ყველას უნდა წამოსვლა. მეინსტრუქციავიხსენებ და 5-6 ბიჭის წამოსვლას ვითხოვ
მანქანაში ადგილს ლევანის ორი კლასელი, ორი ჯგუფელი და ორი მეზობელი ვიკავებთ.
თვითმფრინავის ილუმინატორებში ჩანს, რომ მგზავრები მშვიდად სხედან სალონში და ტრაპს ელოდებიან. იღება საბარგული, მტვირთავები შედიან დაყუთზემიგვითითებენ- გაქაჩეთო. ჩავავლე თუ არა ყუთის სახელურებს ხელები, იქვე მიმეყინა და გავშეშდი. მტვირთავი სახეში მიყურებს. სხვებს ვაფრთხილებდი და მე დამემართა-გავიფიქრე დაყუთიბიჭებთან ერთად მაგრად გავქაჩე. შემდეგ ფრთხილად მანქანაზე გადავიტანეთ
არ მახსოვს, როგორ გავედით ზონიდან და რა მოხდა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე
ლევან ჩოფიკაშვილის დაკრძალვაზე თანაკლასელები შავი ფერის ტანსაცმლით შემოსილები მივიდნენ. მე მეცვა მხოლოდ ღია ფერის პერანგი. ის პერანგი, ლევანმა რომ მოსკოვიდან ჩამომიტანა.
სკოლის დამთავრებამდე ლევან ჩოფიკაშვილმა  ლექსი მომიძღვნა.  სკოლის დამთავრების შემდეგ,  ეს ლექსი ჩემი ერთ-ერთი   წიგნის ტიტულზე   გადაიტანა  და ასე დამრჩა  სამახსოვროდ.
მადლობას გეტყვი, შენ ძმაო მალხაზ!
მართლა კაცი ხარ, ნეტავ შენ,მახლას.
ჩემს აზრებს, მხოლოდ ლექსებით გეტყვით,
რადგან არა მაქვს, რა ამის მეტი.

ბავშვობას დედა ასე მეტყოდა:
-
უგულო ხარო აქვე გეტყობა.
წამოვიზარდე და ასე მეტყვის:
არ გცოდნიაო, შენ, ძმობის წესი.

მე მოხევე ვარ, გულით უძრავი,
სალი კლდეების, და მთების შვილი,
ამაყი ვარ და ამპარტავანი,
სუფთა ქართველი, ქაფქაფა სისხლით.

მე მეგობრობა მალაპარაკებს,
ჩემი ქვეყანა, და სიყვარული
და თუ მეგობარს ვინმე მიხსენებს
უმალ გადნება ჩემში ყინული.

იტყვიან ჩვენზედ: „ეგ ძმები იყვნენ,
სიყვარულით და ძმობით დამწვარნი,
სამშობლი იყო იმათი ხატი,
ეს პური იყოს მათთვის ალალი“.
მალხაზ კოხრეიძე

   





  


Комментариев нет:

Отправить комментарий