вторник, 12 февраля 2019 г.


   საავტომობილო გზების სამინისტროს მშენენებლობას ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს და შემდეგ მოხდა ისე, რომ ამ გასაოცარ ნაგებობაში დავიწყე მუშაობა და მისი არქიტექტორი გიორგი ჩახავაც ახლო გავიცანი.
   ბევრი ახალგაზრდა ვმუშაობდით სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში და ჩვენც, ხშირად სამუშაო ვითარებაში, ლიტერატურის და ხელოვნების საკითხებზე ვსაუბრობდით
   ერთხელ მე და თემურ ბუბუტეიშვილმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედება განვიხილეთ და საუბარი კამათში გადაგვეზარდა. ვერ ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები თანაბარად მაღალი დონის იყო
 საბჭოთა კრიტიკა, მწერლების შემოქმედებას ორად ჰყოფოდა - „რევოლუციამდელდარევოლუციის შემდგომპერიოდებად. ჩვენც ამ პრინციპით ვიხელმძღვანელეთ და მწერლის შემოქმედება ორ ნაწილად დავყავით- „ნეგატიური მოვლენებისდანეგატიური მოვლენების აღმოფხვრის შემდგომპერიოდებად. აქედან გამომდინარე, მე მწერლის 1973 წლამდე დაწერილი ნაწარმოებები მოვიწონე, თემური კი, „მარადისობის კანონსაქებდა
   იმ ღამეს ნოდარ დუმბაძე დამესიზმრა. მითხრა: რა გინდათ ძამა, რას გადამეკიდეთო.
  როგორც კი მივედი სამსახურში თემურს ვუამბე სიზმრის შეახებ. სახეზე ფერი დაეკარგა, მაგრამ მალე მოეგო გონს და მითხრა: ამ სიზმრის ასე დატოვება ასე არ შეიძლება, სადმე შესანდობარი უნდა ვთქვათო
   დღის ბოლოს რამდენიმე ამხანაგი შევიკრიბეთ და ჟურნალისტების სახლის რესტორანში წავედით.  
  რა თქმა უნდა, მოვიგონეთ ნოდარ დუმბაძე და სხვა მწერლებიც, მაგრამ, როცა დავით გურამიშვილის სადღეგრძელო დავაპირეთ, მიმტანმა გვითხრა, რომ რესტორანი იკეტებოდა
  თემურიმ ორი ბოთლი ღვინო აიღო მაგიდიდან და ნოდარ დუმბაძის საფლავზე წასვლა შემოგვთავაზა. მაშინ მწერალი ვაკეში, „მზიურისშესასვლელთან განისვენებდა.
   ლენინის მოედანზე ტრანსპორტი არსად სჩანდა. უცებ ვაკეში მიმავალი ტროლეიბუსი შევნიშნეთ და ავედით. ტრანსპორტში სულ ათი მგზავრი იჯდა
   ყველა ნადარ დუმბაძის საფლავზე წამოხვალთ-ეუბნება თემური მგზავრებს, მგზავრები იცინიან. თემური მძღოლს მიუახლოვდა და რაღაცა ჩასჩურჩულა. მძღოლი გურული აღმოჩნდა და მართლაც ყველა გაჩერება გამოტოვა
     მგზავრებს აღარ იცინოდნენ, როცამზიურთანგააჩერა ტროლეიბუსმა.
   ვთქვით სათქმელი. მერე სათითაოდ გამოვმშვიდობეთ მერაბ ბერძენიშვილის ბებიას, ილიკოს, ილარიონს, ზურიკელას და მურადას. მართალია, ერთ ამხანაგსბებიასთანმონოლოგი გაუგრძელდა, მაგრამ ჩვენი საქციელით იმდენად კმაყოფილები ვიყავით, რომ საყვედურიც არც კი გვითქვამს მისთვის.
#
 7 ნოემბერია დასაქსახოგრგზასამკვლევისკოლექტივი ზოოპარკთან ვიკრიბებით. ტრანსპარანტებით, დროშებით და სურათებით ხელში ამ ადგილიდან უნდა დავიძრათ და რესპუბლიკის მოედანზე სამთავრობო ტრიბუნას („ანდროპოვის ყურებს“) ჩავუაროთ
    დაიწყეს დროშების ტრანსპარანტების და პოლიტბიუროს წევრების სურათების დარიგება.  
  რამდენიმე ბიჭი გამოგვყვეს და ფანერზე მიწებებული, ტარიანი, პოლიტბიუროს წევრების და კანდიდატების სურათები გადმოგვცეს, თან დაგვარიგეს: ტრიბუნასთან მიახლოებულებმა, საზეიმო შეძახილზე სურათები რაც შეიძლებ მაღლა ასწიეთო
  თემურ ბუბუტეიშვილმა მე გურულის სურათი მომეცითო და ედუარდ შევარდნაძის სურათს წაავლო ხელი. მე და დათო ბოლქვაძემ გენერალური მდივნის - იური ანდროპოვის სურათი ვერ გავიყავით და ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა თამაზ შილაკაძემ მოგვარიგა-იური ვლადიმეროვიჩის სურათი დათოს დაუტოვა, ხოლო მე, კომპარტიაში ფაქტიურად მეორე კაცის - გრიგორი რომანოვის სურათი გადმომცა.
   ველოდებით ნიშანს, რომ დავძრათ, მაგრამ ჩვენი რიგი ჯერ არ დამდგარა. მე ვერ ვისვენებ და დათოს ვეუბნები: ცოტა ხანში ანდროპოვი აღარ იქნება გენერალური მდივანი და რომანოვს აირჩევენ გენერალურ მდივნად-მეთქი. თამაზ შილაკაძეს ეცინება და მეთანხმება. დათომ ვერ მოითმინა, მომიბრუნდა და მეუბნება: მოდი აქვე გადავწყვიტოთ ვინ ვის აჯობებს, დავაჯახოთ სურათები და ვინც მოერევა გამარჯვებულიც ის იყოსო. მყისიერად დავეთანხმე და სურათები ერთმანეთს მივარტყით. იური ვლადიმეროვიჩი და გრიგორი ვასილევიჩი ტარს მოსწყდნენ და ზოოპარკის ტერიტორიისკენ გადაფრინდნენ. ხელში ჯოხები შეგვრჩა
    ზოოპარკი არ მუშაობს, თამაზ შილაკაძეს აღარ ეცინება და პორტრეტების დაუყონებლივ ამოტანას გვთხოვს
    როგორც იქნა გადავედით ზოოპარკის ტერიტორიაზე და ამოვიტანეთ ფანერაზე მიკრული პარტიის ლიდერების სურათები, მაგრამ ტარი ვერ მივუმაგრეთ
   ჩვენ კოლონაში, იმ დღეს, ყველა პოლიტბიუროს წვრმა აჯობა ანდროპოვს და რომანოვს, ყველას პორტრეტი ჩანდა, მხოლოდ ამათი პორტრეტების დანახვა ჭირდა.

P. S.   თბილისში რუსთაველის მოედნის რეკონსტრუქცია დაიწყო 1982 წელს.პროექტს არქიტექტორი ო.კალანდარიშვილი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად მუშაობდნენ არქიტექტორები-გ.ფოცხიშვილი, ი.მოსეშვილი, ლ.გიორგობიანი, ნ.ქუმსიაშვილი, მ.ბალარჯიშვილი. ინჟინრები-გ.ჩუბინაშვილი, თ. ჭანჭალეიშვილი, დ.ჩიტაევი. საამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ კომპანიები - "თბილგვირაბმშენი", "ხიდმშენი", №13 ტრესტი, თბილისის საგზაო მეურნეობის სამმართველო.
     დიდი შადრევანი ზ.წერეთელმა შექმნა, ხოლო დიდი სკულპტურული ჯგუფი ("ანდროპოვის ყურები")- ე.ამაშუკელმა.
#
   ერთ დროს, თბილისის ავტოინსპექციის უფროსად წყალქვეშა ნავის ყოფილი კაპიტანი დანიშნეს.  
  ერთ მეგობარს ავტოინსპექტორმაპრავაწაართვა და მეორე მეგობარი ავტოინსპექციის უფროსთან დასახმარებლად გაჰყვა
 აქო და აქო ავტოინსპექციის უფროსი მეორე მეგობარმა. იმანაც შეიფერა დაპრავასეიფიდან გამოიღო. ეს აგრძელებს ქებას. ამასობაში წყალქვეშა ნავი ვერ გაიხსენა და ავტინსპექციის უფროსს ეუბნება: თქვენ ყველა გიცნობთ, თქვენ ხომ ჩაძირული ნავის კაპიტანი იყავითო. ვინ იყო ჩაძირული ნავის კაპიტანი?!-გაბრაზდა თბილისის მთავარი ავტოინსპექტორი დაპრავაისევ სეიფში ჩაკეტა
მალხაზ კოხრეიძე







Комментариев нет:

Отправить комментарий