1965 წლის თებერვალში რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე რობერტ
სტურუამ დადგა არტულ მილერის „სეილემის პროცესი.“ „სეილემის
პროცესი“ თეატრმცოდნეებმა რობერტ სტურუას საეტაპო სპეკტაკლად აღიარეს და იმთავითვე
მაღალი შეფასება მისცეს. თავად სტურუაც თვლის, რომ „სეილემის პროცესი“ და ვიკტორ როზოვის
„ვახშმობის წინ,“ მისთვის პირველი სერიოზული
ნაბიჯი იყო რეჟისურაში.
აღსანიშნავია, რომ არტურ მილერის პიესაზე
მუშაობისას, პირველად შედგა „სამეულის“
(მხატვრები ალექსანდრ სლოვინსკი, ოლეგ ქოჩაკიძე, იური ჩიკვაიძე) და რობერტ სტურუას თანამშრომლობა.
იმ დროს, მარჯანიშვილის თეატრიდან რუსთაველის
თეატრში ახალი გადასული იყო მსახიობი ედიშერ მაღალაშვილი და რობერტ სტურუამ სწორედ
ის მიიწვია სპეკტაკლში პროქტორის როლზე.
ედიშერ მაღალაშვილმა ღირსეული პარტნიორობა გაუწია ძველ რუსთაველელებს.
რუსთაველის თეატრის „სეილემის პროცესი“
მოსკოველმა მაყურებლებმაც ნახეს და აღფრთოვანება ვერ დამალეს. ამასთანავე რუსულმა ჟურნალ-გაზეთებმა არა ერთი წერილი მიუძღვნეს სპეკტაკლს
და მის დამდგმელ რეჟისორს.
არტურ მილერის პიესას საფუძვლად დაედო მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს სალემში „კუდიანების“
წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესი.
იმ დროს, ჯადოქრობისთვის, სასამართლოს
განაჩენით ცხრამეტი ადამიანი ჩამოახრჩეს,
ერთი ქვებით ჩაქოლეს, ორასამდე ციხეში ჩასვეს.
მალე სასამართლომ თავისი შეცდომა აღიარა, ხოლო მას შემდეგ რაც არტურ
მილერმა პიესა დაწერა, მასაჩუსეტის თანამრგობრობამ ყველა მსჯავრდებულს განაჩენი
გაუუქმა.
მართალია სეილემის პროცესი მეჩვიდმეტე
საუკუნეში შედგა, მაგრამ პიესა, რომლის
ორიგინალური სახელწოდებაა „სასტიკი განსაცდელი,“ დრამატურგმა თავის თანამედროვეებს- „მაკარტიზმის“ მსხვერპლთ
მიუძღვნა. ამას ისიც ემატებოდა, რომ რობერტ სტურუამ მილერის ნააზრევს საბჭოთა კავშირში 1930-იან
წლებში განხორციელებული რეპრესიების თემაც
დაუკავშირა.
არტურ მილერი რობერტ სტურუას ნამუშევრით
კმაყოფილი დარჩა და მაღალი შეფასებაც მისცა.
არტურ
მილერის ცხოვრება და შემოქმედება საბჭოთა
კავშირში და კერძოდ საქართველოში დიდ ინტერესს იწვევდა. მისი პიესა „კომივოაჟერის
სიკვდილი“ ციალა კარბელაშვილმა თარგმნა და ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. იმავე
ჟრნალში გამოქვეყნდა დრამატურგის შეხედულება ამერიკულ თეატრზე: „ლონდონის გაზეთმა“სანდი ტაიმსმა“ გამოაქვეყნა ცნობილი
ამერიკელი დრამატურგის - არტურ მილერის ინტერვიუ თანამრდროვე ამერიკული თეატრის
საკითხებზე. მისი აზრით, ამერიკული თეატრი
სულ უფრო და უფრო დიდ ყურადღებას უთმობს სექსუალურ
პრობლემებს და სენტიმენტალური ხდება. ამის მიზეზებს მილერი ხედავს თეატრების
მიდრეკილებაში- გვერდი აუარონ სოციალურ პრობლემებს და უზრუნველყონ თეატრების
შემოსავალი. კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად დასავლეთის კულტურა, მილერმა
უპასუხა: „ყველაფერი ფასდება პოპულარობასა და აქედან გამომდინარე კომერციული
სარგებლობიანობის თვალსაზრისით.“
1967 წელს არტურ მილერი თბილისში ჩამოვიდა და ამერიკული კულტურის და თავისი შემოქმედების
შესახებ აღნიშნა: „უნდა ვთქვა,
რომ მსოფლიო კულტურის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს
თავისი ახალი ტერმინებითა და გამოგონებებით
დიდი ღვაწლი მიუძღვის. ამერიკას აქვს მრავალთა შორის არა ერთი კარგი
სურათი.
უწინარეს
ყოვლისა, მე ამერიკელებისთვის ვწერ, ეს იმის გამოა ალბათ, რომ ყველაზე კარგად
ამერიკელ მაყურებელს ვიცნობ. ჩემი პიესები იდგმება ამერიკის, საფრანგეთისა და სხვა
ქვეყნების თრატრების სცენებზე. მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაშიც იცნობენ მათ.“
არტურ მილერი თბილისში მეუღლესთან-ინგა
მორატ-მილერთან ერთად ჩამოვიდა. ინგა მორატი
არტურ მილერმა მერლინ მონროსთან
გაშორების შემდეგ მოიყვანა ცოლად.
ერთ დროს, ჟურნალი „მნათობი“ იუწყებოდა: „ამერიკელი კონოვარსკვლავი მერლინ მონრო და მისი
ქმარი, დრამატურგი არტურ მილერი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. ამ ამბავს ისეთი
ეფექტი მოუხდენია ბროდვეიზე, თითქოს ყუმბარა აფეთქებულიყოს.
მერლინ მონრო 33 წლისაა, ხოლო არტურ მილერი
45-სა. მერლინი უკვე ორჯერ იყო გათხოვილი: 16 წლის ასაკში იგი გაყვა ჯეიმს
დოგერტის, მისი მეორე ქმარი იყო ბეის-ბოლის ჩემპიონი ჯო დი მაჯო.
მის მესამე განქორწინებაზე ლაპარაკობდნენ
სურათი „მილიონერის“ გადაღების დროს, რომელიც ახლახან გამოვიდა ამერიკისა და
საფრანგეთის ეკრანებზე. ჟურნალისტები წერდენენ მონროსა და მის პარტნიორ ივ
მონტანის შორის არსებულ „იდილიაზე,“ მაგრამ ამ უკანასკნელმა გულდასმით უარყო
ყოველივე ეს და საბოლოოდ „ნიუ-იორკ პოსტმაც“ დაადასტურა რომ „საქმეში მესამე პირი
არ ურევიაო.“
დიდი ხანი არ არის რაც გადაიღეს სურათი “The
Misfits” („უვარგისნი“) მერლინ მონროს მონაწილეობით და არტურ მილერის სცენარის
მიხედვით.
მონროსა და მილერის განქორწინებამ ბურჟუაზიულ
პრესას ახალი საკვები მისცა ჭორაობისა და მითქმა-მოთქმისთვის“
ციალა ქაროსანიძე წერდა, რომ ამერიკაში
ჩასულ აკაკი ბელიაშვილს მერლინ
მონროსთან ერთად მოუწია ჰოლივუდში მანქანით წრეების დარტყმა და ულამაზესმა მძღოლმა ქართველ მწერალს გამძლეობა მოუწონაო.
თუ აკაკი ბელიაშვილის „მოგზაურობას ამერიკაში“
თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ აკაკი
ბელიაშვილი ჰოლივუდში მსახიობ დაიანა მაკბეინს შეხვდრია და ის, მერლინ მონროს
საერთოდ არ ახსენებს. თუმცა გამორიცხული
არ არის მანქანით მრთლაც გააქროლა ქართველი მწერალი ამერიკელმა მსახიობმა ქალმა და
ეს ამბავი მან წიგნში არ შეიტანა. ან იმდენად უნდოდა
ბელიაშვილს მერლინი მონროსთან შეხვედრა,
რომ მეგობრებს გამოგენებული სიუჟეტი მოუყვა.
მერლინ მონრო ლექსებს წერდა. მისი ლექსები
ქართულად გიორგი ლოლაძემ თარგმნა და გამოაქვეყნა.
ღამის
ღამეში -სიმშვიდეა-
სურნელიც
სხვაა-ძალაც ახალი;
უთვალებოა-ხელშეუხები
და
უსიტყვობას არავის უთმობს.
###
სიცოცხლევ...
ორივე შენი
მიმართულების კუთვნილება ვარ.
ობობას
ქსელივით ვცხოვრობ როგორღაც.
ორი
ბომონის მეუფება არ შეიძლება
ქარში
მოხრილი
და როცა
უფრო მოუჭერს ყინვა,
მარგალიტებად
ჩამოქნილი მისი ხაზები
ამ ჩემს
მზერაში აღიბეჭდება.
###
ობობას
ქსელზე სიფრიფანა ვარ,
ვარ
სხვებზე წმინდაც...
ამოვარდნილ
ქარს კი ობობასავით
მედგრად
ვერ ვხვდები.
სიცოცხლევ...
ყოველ წამსა ვგრძნობ
შენ რომ
გეკუთვნი.
შენი ორივე
მიმართულება
რომ
მექაჩება-
თავჩაქინდრული
ამიტომა ვარ.
###
დროდადრო
ლექსებს
ვწერ,
ოღონდ ჩემს
ლექსებს-
სათხოვარი
მაქვს-
ნუ
ამიმხედრებთ...
დალახვროს
ეშმაკმა
თუ არ
მაქვს ნიჭი
სიტყვის
გაყიდვის...
შერყვნილი
სილამაზის,
შერყვნილი
ოცნებების
ტკივილი
მაწუხებს
და აზრად
იღვრება
სანამ
ცოცხალ ვარ
ფიქრია-
მელანი
###
როცა
გოდებდი შენ საულივით,
მე ქედი
მაინც არ მომიხრია,
მერე
გალაღდი, გაჯიქდი უცებ.
სახეში
გვცემდა მიწა და ქვიშა...
მაშინ
მოღვედე
ჩემი სხეული.
###
მე
მივატოვე სავანე მწვანე და ხორკლიანი.
მერე
ხავერდის საწოლი ლურჯი,
სურვილი
მაშინ მომეძალება,
როცა
ბუჩქნარი შეიფოთლება.
კარიდან
მარცხნივ გავუყვეთ ჩვენ გზას,
რას
მიაქროლებს
საკუთარ
ავტოს ჩემი თოჯინა,
მას ვერ
აშინებს წუმპე-ტალახი...
„შორს
წავალთ ალბათ.“
###
ჩემო
თოჯინა შეიშრე ცრემლი,
გეყო
ტირილი.
აგიყვან
ხელში, რომ დაგეძინოს,
დაგარწევ
ნაზად.
კმარა
ტირილი, ხედავ რომ ვცდილობ,
არ
დავემსგავსო შენს მკვდარ დედიკოს
წყალობა
ჰყავით!
მიშველეთ!
რადგან სიცოცხლე, თანმდევს ისეთი,
სურვილისთანავე
რაც კვდება!
მალხაზ
კოხეიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий