пятница, 7 сентября 2018 г.


მიხეილ მახარაძემ თავისი ლექციები იმანუელ კანტის სიტყვებით დაიწყო: „ ამ ქვეყნად მე ყოველთვის მაკვირვებდა ორი რამ - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზევით და მორალური კანონი ჩემში.“
თუმცა,  მიხეილ მახარაძე  ყველაზე მეტ დროს ალექსეი ლოსევის და ზურაბ კაკაბაძის ნაშრომების განხილვას ანდომებდა. ფილოსოფიის ლექციები ლოსევის და კაკაბაძის ხსენების გარეშე არ ჩაივლიდა.
ალექსეი ლოსევის „აღმოსავლური რენესანსი“ გვიან,  მიხეილ მახარაძემ პაატა ჩხეიძესთან ერთად  გადმოაქართულა  და წიგნადაც  გამოუშვა.
მიხეილ მახარაძე სწორედ ზურაბ კაკაბაძეზე საუბრობდა, როცა მას  აუდიტორიაში ვიღაცამ ხელი შეუშალა. ლექტორმა მიიჩნია, რომ ეს მე ვიყავი და აუდიტორია დამატოვებინა.
იმდენად საინტერესო მომეჩვენებოდა  ლექციები, რომ დამოუკიდებლად დავიწყე ზურაბ კაკაბაძის ნაშრომების გაცნობა. მისი „ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება“, „ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა“, „ფილოსოფიური საუბრები,“ ჩემი სამაგიდო წიგნები იყო.
შემდეგ ლექციაზე მოსულმა მიხეილ მახარაძემ ხელი გამომიწოდა და მითხრა, რომ ის ჩემმა ჯგუფელმა გიგა ჭეიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა და აუხსნა, რომ ხელისშემშლელი მე არ ვიყავი. მოდი ვიმეგობროთო-მითხრა და მერხისკენ მიმითითა. მართლაც,  ჩემი და მისი ურთიერთობა უნივერსიტეტის კედლებს გარეთაც გაგრძელდა.
ფილოსოფიაში გამოცდა გვაქვს. რა თქმა უნდა, მოვემზადე, თუმცა ეს არ ვიკმარე და იმ დროს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებული ზურაბ კაკაბაძის ლექსებიდან ერთ-ერთი  შევარჩიე და  დავიზეპირე.
თვალებს ვარიდებ ჟინიან ზეცას,
წამით მოვწყდები და მოვეშვები,
როცა ტკივილით მიგრძვნია კვნესა
მიწის სიღრმეში გადგმულ ფესვების.
მაღალი ზეცის სახელით გფიცავ,
დაწყევლილივით მიყვარხარ- მეთქი;
შენთვის დავეშვი ზეციდან მიწად,
რომ კაცი ვიყო და არა ღმერთი.
მიხეილ მახარაძე გამოვიდა აუდიტორიიდან, თვალი შეგვავლო ყველას. მერე მე  მანიშნა- შეშემოდიო.
ბილეთის აღება დავაპირე, მაგრამ შემაჩერა და მითხრა: შენი ჩათვლის წიგნაკი მომეციო. მივეცი.  გადაშალა და ხუთიანი ჩამიწერა. 
ისრაელში ქართული კინოს ფესტივალის ჩასატარებლად ვემზადები. დათო ტურაშვილი მეუბნება: ირაკლი კაკაბაძესთან შევიაროთ, ნათია ამირეჯიბსაც გავაცნოთ შენი გეგმებიო.  
ირაკლი, დათო და მე ჩაის ვსვამთ. თან ჩემს გეგმებზე ვსაუბრობ. ქალბატონი ნათია მისმენს და მიწონებს გადაწყვეტილებას.  თან როგორც კინომცოდნე რჩევებსაც მაძლევს. მე ვასრულებ კინოზე საუბარს და მისი მეუღლის -ზურაბ კაკაბაძის შემოქმედებაზე ვიწყებ საუბარს. ვატყობ, რომ ესიამოვნა. მიხეილ მახარაძეს ვახსენებ, ბტონმა მიხეილმა გაგვაცნო ზურაბ კაკაბაძე-მეთქი.
ის  დღეს მერაბ კოკოჩაშვილის, რეზო ესაძის, საშა რეხვიაშვილის, ზურაბ კაკაბაძის და მიხელ მახარაძის  შემოქმედებაზე საუბარში გაილია.
#
პოლიტეკონომიაში ხუთიანი მინდა მივიღო და ლექტორს არ ვეშვები. გამოცდების შემდეგ კიდევ ერთხელ დამიბარა, მაგრამ მაინც არ მიწერს სასურველ ნიშანს. კათედრაზე მოდიო-მეუბნება.
ლექტორი შუახნის ქალბატონია, მელნისფრად აქვს თმები შეღებილი და მიუხედავად იმისა, რომ სახეზე ინსულტის კვალი ატყვია, სიგარეტს სიგარეტზე ექაჩება. ერთი სული აქვს შესვენება როდის დაიწყება, რომ ნიკოტინის კვამლში გაეხვიოს
დანიშნულ დღეს, კოსტუმში გამოწყობილი, მიხაკებით ხელში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსს მივადექი. ავდივარ კიბეებზე და სტუდენტი გოგონების მზერა მიმყვება. გავჩერდი კარებთან, იქაც გოგონები ამივლიან-ჩამივლიან. მე სახეს არ ვიცვლი, ისეთი გამომეტყველება მაქვს, როგორიც საგანს შეეფერება
ხველებხველებით ამოვიდა ლექტორი კიბეეზე. ყვავილებით, რომ დამინახა, ოჰო!-წამოიძახა და ოთახში შევიდა. ვაცადე მაგიდასთან დაჯდომა და მერე გავუწოდე ყვავილები. გამომართვა და მოშორებით მდგარი მაგიდისკენ ისე მოისროლა, რომ თვალის გაყოლრებაც ვერ მოვასწარი. მერე ქაღალდისგან სახელდახელო საფერფლე გააკეთა და სიგარეტის კვამლში გახვეულმა ჩაიბარა გამოცდა
დამიწერა ფრიადი.
შედეგით ჯგუფელი ბიჭები დაინტერესდნენ. მოვყევი რაც გადამხდა თავსრა მიუხვედრელი ხარ!-მეუბნებიან ჯგუფელები, რად უნდოდა შენი ყვავილები, ერთი ბლოკიმალბოროვერ მიუტანე?!
ალბათ, მაინც ყვავილები ჯობდა.
#
თბილისში თოვლი მოვიდა. სტუდენტი ვარ და უნივერსიტეტიდან ვარაზის ხევზე ჩამოვდივარ
გოგო ამოდის, ხელში გუნდას ათამაშებს. მომიახლოვდა თუ არა, გუნდა ჩემსკენ გამოისროლა. გავუღიმე და გზა გავაგრძელე. ცოტა ხნის შემდეგ დამადევნა და თოვლის მოზრდილი გუნდა სახეში მითავაზა
ცხვირ-პირი ამეწვა.
ზოოპარკთან ვხედავ ბიჭები გოგოებს გუნდებს ესვრიან
ეტყობა ამათ გააბრაზეს.
დაუნდობელია კაცზე გაბრაზებული ქალი!
#
ლექტორი გვიხსნის, რომ არმაზში აღმოჩენილი სერაფიტას საფლავის ქვა, საქართველოს სახელმწიფოს და სამართლის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი წყაროა. რომ ქვაზე არამეულად და ბერძნულად დაწერილი ტექსტები წარმოდგენას გვიქმნიან, თუ როგორი სახელმწიფო წყობილება იყო წინაქრისტიანულ იბერიაში, რომ იბერიას მართავდამეფე დიდიდა არსებობდა მცირე და დიდი პიტიახშების, ეზოსმოძღვარის ინტიტუტები და ..
ვუსმენ და ვფიქრობ: К черту ყველა სამართლის წყარო! სახელმწიფო წყობილება! საფლავის ქვა გვამცნობს, რომ იქ განისვენებს 21 წლის ულამაზესი სერაფიტა.
„ ... გარდაიცვალა ახალგაზრდა, 21 წლისა, რომელსაც ჰქონდა უბადლო სილამაზე.“ (ბერძნული ტექსტი)
 
„...არადასრულებული და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა.“ (არამეული ტექსტი)
სიმონ ჩიქოვანის სტროფებია
ბროწეულმა სამარის ქვა გაარღვია,
სამაჯურში ფესვი გაყო ხელის დარად,
ქალის თმაში თბილი სუნთქვა გაახვია
და კუბოში თეთრი ფერფლი გაიბზარა.
...
შენ მოყევ თუ შენ გამოგყვა სერაფიტი,
მისი ფერფლი შეკრიბე და ჩაგვაბარე,
მოწეულო ბროწეულო, გადმოფრინდი
შენი რტო და შენი ჩრდილი დამაფარე.
#
 Наглый, რუსულ -ქართული ლექსიკონის მიხედვით თავხედს ნიშნავს. ქართულ ენაში თავხედის სინონიმებია: ურცხვი, კადნიერი, ლირფი, უტიფარი, უგბილი, გათამამებული, ლიზღი, თავაგდებული, თავაშვებული, თავგასული, მოურიდებელი, კადრება. თუმცა, ხშირად გვგონია, რომ რუსულინაგლიუფრო მიესადაგება ამა თუ იმ ადამიანის საქციელს დანაგლიაო“-ვამბობთ.
ერთხელ, ერთმა ჩემმა ამხანაგმა ჩათვლის დროს, კრიმინალისტიკა, როგორც მეცნიერება შემდეგნაირად განუმარტა ლექტორს: კრიმინალისტიკა შეისწავლის დანაშაულთა გახსნისა და თავიდან აცილების ტექნიკას, ტაქტიკასა და ტუქტიკასო.. ლექტორი დეთანხმა, მაგრამ მალე მოეგო გონს და სახე შეეცვალა
სტუდენტს უნდა ეთქვა: ტექნიკას, ტაქტიკასა და მეთოდიკასო, მაგრამმეთოდიკავერ გაიხსენა დაინაგლა.“ 
#
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის გამგე ბორის ფურცხვანიძე გამოცდას იბარებდა და გამოცდაზე სტუდენტ გოგონას პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და ღირსების წიმააღმდეგ დანაშაულის საკითხებზე შეხვედრია საგამოცდო ბილეთი. მწვავე საკითხებია- იწყება 117 მუხლიდან ანუ გაუპატიურების მუხლიდან და მთავრდება 121 მუხლით ანუ მამათმავლობის მუხლით.
სტუდენტ გოგონას მორიდებია გაუპატიურებაზე, ქალთან იძულებით სქესობრივ კავშირზე, გარყვნილ ქმედებაზე საუბარი და მამათმავლობით დაუწყია პასუხის გაცემა. ბორის ზახარიჩს გაუჩერებია გოგონა და უთქვამს: „ რა არის უკნიდან რომ დაიწყე, წინიდან ვერ დაიწყეო“ 
  #
სასამართლო ფსიქიატრიისლექციები ასათიანის ქუჩაზე, კლინიკაში გვიტარდებოდა. ლექტორს მეტი თვალსაჩინოებისთვის აუდიტორიაში პაციენტები შემოჰყავდა და ესაუბრებოდა
ძალიან გაგვახალისებდა ის, რომ პაციენტების უმრავლესობას იურისტობა უნდოდა.
დღეს სიტუაციას რომ ვაკვირდები, მგონია, რომ მართლა გამოვიდნენისინიიურისტები.
#
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადიპლომო პრაქტიკაზე საბურთალოს რაიონის პროკურატურაში გამანაწილეს. ვხედავ, მილიციამ სამი ახალგაზრდა შემოიყვანა. სამივე პეკინის ქუჩის მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებელია. მიცნეს და მეც ვიცანი ისინი. წინა დღით დაულევიათ და პეკინის ქუჩაზე გამოსულები ППС- (патрульно-постовая служба) დაუკავებია.
როგორც ერთ-ერთი მილიციონერი აღნიშნავდა, ბიჭებს პატრულის მანქანისთვის ხელი დაუქნიევიათ, რაც არ მოსწონებიათ მანქანაში მჯდომ მილიციის თანამშრომლებს და ბიჭებთან კამათი გაუბამთ, შემდეგ კი დაუკავებიათ
ტაქსისტები ხომ არ იყავით, რატომ გააჩერეთ მანქანა?-ვეკითხები მილიციონერებს
ისე ირონიულად გვიქნევდნენ ხელს, რომ გავღიზიანდით და გავაჩერეთ მანქანაო-მიპასუხა ერთ-ერთმა
ირონიული ხელისდაქნევა რას ნიშნავს-მეთქი
გაჩუმდნენ
თქვენ რატომ აქნევდით ხელს?-ვეკითხები საბურთალოელებს. რა ვიცი ძმა, ტაქსიც ყვითელია და ამათი მანქანაც და დავუქნიეო-მიპასუხა ერთმა-ერთმა
გავიცინეთ.
დაძაბულობა თანდათან განიმუხტა.
#
1980-იანი წლების მიწურულში, მოქალაქეების მეცნიერ იურისტებთან შეხვედრებმა სისტემატური ხასიათი მიიღო და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, დეპუტატთა ოთახში, დაინტერესებული პირები უშუალოდ აძლევდნენ შეკითხვებს სახელმწიფო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალისტებს
შეხვედრების ორგანიზატორი საორგანიზაციო განყოფილება იყო და ამიტომ ხშირად ღონისძიებას მე ვუძღვებოდი
აუდიტორიაში მოქალაქეების რაოდენობა განსაკუთრებით მაშინ იზრდებოდა, როცა სამოქალაქო სამართლის სპეციალისტებს ვიწვევდით.
ერთხელ, ქართული საბინაო კანონმდებლობის შემქმნელი (ასე უწოდებდა თავის თავს), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მივიწვიეთ
ღონისძიება ჩვეულ ფორმატში გაიმართა და ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რომ არა ერთი მანდილოსნის საქციელი, რომელმაც თავის საბინაო პრობლემაზე დაუსვა შეეკითხა პროფესორს
ბინა თქვენ გეკუთვნით, სხვა გაზა არ არსებობსო- უპასუხა პროფესორმა. მანდილოსანი ჯერ გაწითლდა, შემდეგ გამუქდა, შემდეგ აყვირდა: შარშან, პროფკავშირების სასახლეში მითხარით, რომ ბინა არ მეკუთვნოდა, დამაცლევინეთ და ახლა, ბინა რომ დავკარგე, მეუბნებით-თქვენიაო
მანდილოსანი პროფესორს ჰალსტუხში სწვდა და რომ არა, საზოგადოების ძალისხმევა, საბინაო სამართლის მამამთავარი დაგვიზიანდებოდა.
ამას ჰქვია იურისტის ან თუნდაც- იურისპრუდენციის პარადოქსი.
მალხაზ კოხრეიძე






Комментариев нет:

Отправить комментарий