среда, 27 июня 2018 г.

სპორტული მიმომხილველი ნიკოლაი ოზეროვი აღნიშნავდა: ბორისი მარტო ბრწყინვალე ფეხბურთელი კი არა მინდვრის შეუდარებელი რაინდიც იყო. უსაზღვროდ ნიჭიერი, თავისი კაცური თვისებებითა და ინტელექტით საფეხბურთო შესაძლებლობებზე ბევრად მაღლა იდგა. მისთვის ფეხბურთის გარდა მოედანზე არაფერი არსებობდა და ვერც ვერაფერი ააღელვებდა. მსაჯთან შეკამათებას არასოდეს იკადრებდა, მოწინააღმდეგის ჭუჭყიან თამაშს არად აგდებდა. არასოდეს დაუწყია სისხლიანი მუხლის დემონსტრირება. ფეხბურთისა და მაყურებლის პატივისცემის გამო წაქცეული მაშინვე წამომხტარა... მისთვის არსებობდა მხოლოდ მოედანი და ბურთი, თავგანწირული და ერთგული თამაში. 

ბორის პაიჭაძე 1936 წლიდან 1952 წლამდე თბილისის დინამოში თამაშობდა. ის მეორე მსოფლიო ომის დროსაც აქტიურად იყო ჩაბმული სპორტში და ფეხბურთის თამაშს ფრონტის ზურგის გამაგრებას უთავსებდა

საბჭოთა კავშირის მთავრობას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სპორტული ღონისძიებები საბრძოლო მოქმედებების ზონებში თუ მის მიღმა- არ შეეწყვიტა და მასში მონაწილე პირები ყოველმხრივ წაეხალისებინაცნობილია, რომ ლენინგრადის ბლოკადის დროს,დინამოს სტადიონზე, გენერალ ვასილ მჟავანაძის თაოსნობით, ლენინგრადის დინამოს და ქალაქის გარნიზონის ფეხბურთელების მატჩი შედგა.
თბილისის დინამოელები სტალინგრადში აპირებდნენ თამაშის გამართვას, როცა ბორის პაიჭაძემ ფეხი იღრძო. მაგრამ ის გუნდს ვერ გამოეთიშა, რადგან  დეზერტირობის ტოლფასი იქნებოდა მისი ჩაუსვლელობა.
 
სტალინგრადიში ჩასვლას თბილისელებმა ორი კვირა მოანდომეს. გზაში რკინიგზის შემადგენლობა არა ერთხელ დაბომბეს გერმანელებმა და ფეხბურთელები ტყეს აფარებდნენ თავს. მძიმე ხვედრი ელოდა ბორის პაიჭაძეს მტერს რომ ჩავარდნოდა ხელში, რადგან სპოტსაზოგადოება დინამო НКВД- ეკუთვნოდა და 1942 წელს, შინაგან საქმეთა სამსახურის მაიორი, კიევის დინამოს ფეხბურთელი ნიკოლაი კოროტკიხი გესტაპოელებმა წამებით მოკლეს
სტალინგრადში ჩასულ ქართველ სპორტსმენებს ადგილობრივი ტრაქტორის ფეხბურთელების უმეტესობა ცოცხალი აღარ დახვდა და მათი მასპინძლობა სამხედრო ფარაჯაში გამოწყობილ ტრაქტორის მეკარე ვასილ ერმასოვს  მოუწია.
1944 წელს თბილისის დინამოელები სათამაშოდ კიევსა და მოსკოვში გაემგზავრნენ. მოსკოვის ტორპედოსთან გამარჯვების ბურთი ბორის პაიჭაძემ გაიტანა (2:1). მატჩის დასრულების შემდეგ მას საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიანიჭეს.
ბორის პაიჭაძეს ღვაწლი 1963 წელსაც დაუფასეს და სპორტკომბინატ დინამოს დირექტორად დანიშნეს

1967 წელს ბორის პაიჭაძეს საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურბული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.
#
   ევროპელი ერების თასის გათამაშება, იგივე   ევროპის პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში 1960 წელს საფრანგეთში გაიმართა.მასში არ მონაწილეობდნენ ბელგიის, გფრ-, ინგლისის, იტალიის, შვეციის, ჰოლანდიისგუნდები.
   ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ საბჭოთა კავშირის (ნახევარფინალში დაამარცხა ჩეხოსლოვაკიის ნაკრები) და იუგოსლავიის (ნახევარფინალში დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები) გუნდები. საბჭოთა კავშირმა ანგარიშით 2:1 მოიგო და თასს დაეუფლა. მოწინააღმდეგის კარებში ბურთები გაიტანეს მილან გალიჩმა (იუგოსლავია), სლავა მეტრეველმა და ვიკტორ პონედელნიკმა (სსრკ).
   მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრების უფროსმა  მწრთვნელებმა გავრილ კაჩალინმა  და მწრთვნელმა ნიკოლაი გულიაევმა,   ნაკრებში მიიწვიეს თბილისის დინამოელები მიხეილ მესხი, გივი ჩოხელი, ზაურ კალოევი. მოსკოვის ტორპედოელი სლავა მეტრეველი. ჩემპიონატზე ზაურ კალოევი საქართველოს პრესის სპეციალური კორესპოდენტის ფუნქციასაც ითავსებდა და ტელეფონით ქართველ გულშემატკივრებს აცნობებდა:   მატჩის პირველსავე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ ჩვენი მოწინამდეგეები თამაშობენ 1+3+3+4 სისტემით... უნაკლოდ თამაშობს .ჩოხელი, რომელმაც სრულიად გამოთიშა თამაშიდან იუგოსლაველთა კაპიტანი, ყველაზე შედეგიანი კრისტიჩი... მეორე ნახევარში ამოქმედდა სსრ კავშირი ნაკრები გუნდის მსუბუქი კავალერია-მეტრეველი, მესხი. განსაკუთრებით ბევრს მუშაობს მესხი, რომლის მიმართ ვერაფერს აწყობს ტურკოვიჩი... შეხვედრის 113- წუთზე მეტრეველმა მარჯვენა ფრთიდან გადააწოდა ბურთი მესხს, ამ უკანასკნელმა ზუსტად გადასცა საჯარიმო მოედნის ცენტრში ღიად დარჩენილ პონედელნიკს, რომელმაც თავით მეორე გადამწყვეტი ბურთი გაიტანა მოწინააღმდეგეთა კარში. დამთავრდა 120 წუთიანი დაძაბული ბრძოლა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.
   იმ დროს საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრმა სლავა მეტრეველმა იწინასწარმეტყველა, რომ თბილისის „დინამოელი“ ვლადიმერ გუცაევი აღიარებული ფეხბურთელი გახდებოდა. მალე სლავა მეტრეველს თავად მოუწია თბილისის „დინამოში“ გადმოსვლა და ვლადიმერ  გუცაევთან ერთად თამაში.
   სლავა მეტრეველი სოჭში დაიბადა და ამ ქალაქში დაიწყო ფეხბურთის თამაში. 16 წლის იყო, როცა გორკის ტორპედოში მიიწვიეს, საიდანაც კონსტანტინ ბესკოვმა მოსკოვის ტორპედოში გადაიყვანა. მოსკოვის ტორპედოს გუნდში ის ჰოკეისაც თამაშობდა, მაგრამ მისთვის სპორტის უმთავრეს სახეობად მაინვ ფეხბურთი რჩებოდა. 
   მოსკოვის ტორპედოში სლავა მეტრეველთან ერთად თამაშობდნენ: ვალენტინ ივანოვი, ვალერი ვორონინი, ედუარდ სტრელცოვი და სხვები. ტორპედო 1960 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. 
   სლავა მეტრეველი რვაჯერ შეიყვანეს მსოფლიოს 33 უძლიერესი ფეხბურთელის სიაში და შვიდჯერ პირველ ნომრად დაასახელეს. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მან 48 თამაში ითამაშა და 11 გოლი გაიტანა.
   სლავა მეტრეველის თბილისის დინამოში გადმოსვლის ამბავი სხვადასხვა ნაირად აქვთ აღწერილი სპორტსმენებს, ფეხბურთის მიმომხილველებს, გულშემატკივრებს.მაგალითად დავით ქლიბაძე წერს:  მოსკოვის ტორპედოდან თბილისის დინამოში სლავა მეტრეველის გადმოყვანის პერიპეტიებსა და ვნებათაღელვაზე წიგნი რომ დაწერილიყო, მის ავტორს არ დაავიწყდებოდა ფეხბურთის ერთგული თაყვანისმცემლები, საქმიანი ხალხი: ძმები ლაზიშვილები და ირაკლი ნემსაძე, რომლებსაც ძალა, ენერგია და ფული არ დაუზოგავთ ქართველი ფეხბურთელის სამშობლოში ჩამოსაყვანად.
   1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულისთვის თბილისის დინამო მოსკოვის ტორპედოს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4; 1. დაამარცხა ის. აქედან ერთი ბურთი მოსკოველთა კარებში სლავა მეტრეველმა გაიტანა პენალტით.
   აქვე მებადება შეკითხვა: სლავა მეტრეველს ყოფილი თანგუნდელების კარებისთვის ბურთი რომ აეცილებინა, ან თამაშის დროს თბილისელების ბადეში შეეგდო ბურთი, რა მოხდებოდა საქართველოს დედაქალაქში? როგორი რეაქცია ექნებოდათ თბილისელ გულშემატკივრებს?! 
მალხაზ კოხრეიძე



вторник, 2 мая 2017 г.

1895 წელს ჟურნალი "კვალი" აღნიშნავდა:"ამერიკის შეერთებულ შტატებს სალაპარაკოთ გაუხდიათ ინდოელები. ზოგს, ვისაც წაუკითხავს კუპერის რომანები, ისინი გმირებათ მიაჩნიათ; ზოგი კი განათლების წინაარმდეგათ თვლის მათ. ერთი ამბობს, რომ ისინი ტანჯულები არიანო, მეორე კი ზარმაცები, ქურდები და უღმერთონი არიანო. სამართლიანათ რომ ვთქვათ, მათში კარგიც და ავიც მოიპოვება და თუ ამერიკელები სხვა-და-სხვა აზრისანი არიან, ეს იმიტომ, რომ ზოგი მათ არ ეკარება, მაგრამ ამავე დროს მეზობლათ გვერდში უდგია ისეთი ტომი, რომელსაც შეძლებაც აქვს, შკოლებიც, საავადმყოფოებიც, კლუბებიც და ზოგს გაზეთიც. ამ უკანასკნელებს სახელმწიფო ისე აქვთ მოწყობილი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა თემი ოთხ-ოთხი წლით ირჩევს უფროსს (პრეზიდენტსავით) და მის თანაშემწეს"

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში გადაღებულ  ფოტოსურათებზე  ქართველი მოჯირითეები ინდიელებთან  ერთად არიან აღბეჭდილები. ისინი ინგლისის და  ამერიკის არენებზე ერთად გამოდიოდნენ.  გურიიდან  ჩასული მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილის მეგობარი ინდიელების ბელადი შავი მელა ყოფილა და ა.შ.  

ინდიელებს და გურულებს ერთადად  უქეიფიათ, უმღერიათ  და უცეკვიათ  გემის სალონში, ვიდრე  იქიდან იარაღის მუქარით არ გამოუყრიათ.  „გურულები ვართ ძმანებივით, ერთად ბევრი მეგობარიც გევიჩინეთ. ინდიელებს უყვართ ნამეტანი სმაი და ზოგიერთი ინდიელი რუსივითაა ეიმყრალებენ ვისკით პირს, მთლა დაკარქავენ გონებას. ნამეტანი გლახა თრობა იციენ.“- წერდა უცნობი გურული მხედარი.

ოსი მოჯირითე ზურაბეგი დაეხმარა გიორგი პაპაშვილს ნიუ-იორკში შესვლასა და სამსახურის შოვნაში. გიორგი პაპაშვილი  საქართველოს მენშევიკურ მთავრობას გაჰყვა სტამბოლში და იქიდან ამერიკაში გაემგზავრა.

გიორგი პაპაშვილი ნაცნობებთან ერთად დეტროიტიდან  კალიფორნიაში მიემგზავრებოდა, როცა მისი ავტომობილი ლამში  ჩაეფლო. მან დახმარება ინდიელებს სთხოვა. ნავაჰოს ტომის წარმომადგენლები პაპაშვილს და მის მგზავრებს უანგაროთ დაეხმარნენ. 

ინდიელებს  გიორგი პაპაშვილი თავიანთ უხუცესთან მიუყვანიათ. პაპაშვილმა  ტომის ბელადს წითელ ცხვირსახოცში გახვეული ქაღალდის ხუთდოლარიანი მისცა. თავის მხრივ, უხუცესმა პაპაშვილი ქამრით და ოქროს ხუთდოლარიანით დაასაჩუქრა.

გიორგი პაპაშვილმა ინდიელებისგან ცხვარი იყიდა, დაკლა, გაატყავა და შამფურებზე შეწვა. მეორე ცხვარი ინდიელებმა დაკლეს და კერძი თავისებურად მოამზადეს. უხუცეს მოეწონა გიორგი პაპაშვილის ნახელავი და მისი წარმომავლობა იკითხა. პაპაშვილმაც უთხრა- ქართველი ვარო.

გიორგი პაპაშვილის რომანიდან გადმოვიწერე: „-მგონი, მსოფლიოში არ მოინახება მაგათზე ბინძური და შესაზარი ხალხი,პირდაპირ ჰყარან,-თქვა ანამ, როცა ბარგი მანქანას დავუდეთ და წასასვლელად მოვემზადეთ.
     -საშინელი შესახედავებიც არიან,-დაუმატა ლუბამ,-შემაძრწუნებელი. 
     -ველური ხალხია,- ბრძანა „მისმა აღმატებულებამ“ და ხმალი ქოლგის ხალათში ჩადო,-ველურები! აბა როგორები გინდა იყვნენ, მოუშინაურებელი ველურები არიან.
      -ახი კი იქნებოდა, ყველა დაეტოვებინეთ შუა მდინარეში,-გავბრაზდი მე,-ისე კი, მე თუ მკითხავთ, მაგ ველურებმა იციან, როგორ უნდა იქცეოდეს კაცური კაცი და ასეც მოიქცნენ!“

ქართველ მწერლებიდან ინდიელებს ყველაზე უარყოფითად  გურამ ფანჯიკიძე აფასებდა: „მექსიკაში ჯერ კიდევ არის ინდიელთა რამდენიმე სოფელი, სადაც ძალზე უფრთხიან ტურისტების შეყვანას. მათ არ უყვართ ტურისტები, მით უფრო, მათი აპარატები. ინდიელთა სოფლებში ჯოჯოხეთური შრომისა და ბაქტერიებით სავსე წყლისაგან ქალები მალე იხოცებიან “.       

მწერალი ყველაზე ულმობელ ტომად აცტეკებს მოიხსენიებდა, რადგან ისინი მხოლოდ მსხვერპლშეწირვას არ  სჯერდებოდნენ  და  შეწირული ადამიანის ხორცსაც მიირთმევდნენ.

გურამ ფანჯიკიძემ თუ ცოცხალი ინდიელების სოფელი ნახა, აკაკი ბელიაშვილს დისნეილენდში მანეკენი ინდიელების სოფელი დაუთვალიერებია. „ აგერ, ინდიელების სოფელში  ჭრელაჭრულებში ჩაცმული ინდიელები ცეკვავენ თავიანთ რელიგიურ ცეკვებს, ისინი ცხადია, ცოცხალი ადამიანები კი არ არიან, არამედ მოძრავი მანეკენები. აგერ სულთმობრძავი და ისრით განგმირული ინდიელი აგდია ძირს, იქეთ კი  გვესალმება ცხენზე შემომჯდარი უკანასკნელი მოჰიკანი, ცხადია ისიც მანეკენი, აგერ ძაღლები გადმომდგარან მდინარის პირას და კუდის ქიცინით გვესალმებიან.“ - წერდა აკაკი ბელიაშვილი.

ირაკლი აბაშიძემ ჩიკაგოში ინდიელთა მუზეუმი დაათვალიერა, სადაც გამოფენილია მათ მიერ   500 წლის მანძილზე შექმნილი  ხელოვნების ნუმუშები.

ინდიელების კულტურის ნიმუშები გამოუფენიათ ნიუ-იორკის ბუნების ისტორიის მუზეუმშიც, რომელიც ფრიდონ ხალვაშს დაუთვალიერებია.

გივი ვარდოსანიძე  ნიაგარის მახლობლად, ციხე-სიმაგრეში არსებული ინდიელების ყოფის ამსახველ გამოფენა-მუზეუმს  ეწვია და  შთაბეჭდილება მკითხველს ასე გაუზიარა: „ვინ იცის, რა გზით წავიდოდა ცხოვრება დიდ მატერიკზე, ევროპელებმა ამერიკა რომ უწოდეს, თეთრკანიანთა ურდოებს რომ არ დაეპყროთ. ეს დიდი მიწა, ალბათ, ვერ იამაყებდა ნიუ-იორკის ცათამბჯენებით; ვერ იამაყებდა ავტომობილებით, მსოფლიოში ბადალი რომ არ ჰყავთ; ვერ იამაყებდა ატომური დანადგარებით და კოსმოდრომებით... მაგრამ მას ექნებოდა ყველაზე დიდი ადამიანური სიამაყე-სიმართლე და ყველაზე დიდი ადამიანური სილამაზე-გულუბრყვილობა; ის სიმართლე და გულუბრყვილობა, რაც ყველაზე დიდი სიმდიდრე იყო ღატაკი ინდიელისა; სიმართლე და გულუბრყვილობა, რომლის ძალითაც ინდიელი მაუდის უბრალო წითელ ნაჭერში სიხარულით ცვლიდა ძვირფას ბეწვეულს.“

ისე მოხდა, რომ „გულუბრყვილო ინდიელები“ თავიანთ სამშობლოში, რასიული იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე აღმოჩნდნენ და ამაზე ნოდარ დუმბაძე ასე წერდა: „ამერიკის შეერთებულ შტატებში აშკარად იგრძნობა მოსახლეობის რასიული დიფერენცირება. ამ რასიული იერარქიის კიბეზე ყველაზე მაღალი ადგილი, რა თქმა უნდა, ანგლო-საქსური წარმოშობის ამერიკელებს უჭირავთ, ხოლო ყველაზე დაბალ საფეხურზე ინდიელები, პუეტორიკოელები და ზანგები დგანან.“ 

ამას კიდევ არა უშავდა, ზანგებს და ინდიელებს შორსაც ყოფილა დაპირისპირება და ამაზე ფრიდონ ხალვაში მოგვითხრობს: „ინდიელები თურმე ახლოსაც არ ეკარებიან ზანგებს. აქ, ჰარლემის ერთ კუნჭულში, განცალკავებით შეხიზნულან გაჭირვებით და ამაოდ შეჰყურებენ მდიდარი ქალაქის ცათამბჯენებს. მათ არც პურსა და არც სამუშაოს არავინ აძლევს.“  

ეგზოტიკური სერვისი მოუწყეს საბჭოთა ჟურნალისტებს სოფელ კატანავაგაში, სადაც კეჩუას ტომი ცხოვრობდა.   იმ დროს ვლადიმერ ალფენიძეს ნიკო მარი გახსენებია, რომელსაც დაუწერია: " აფხაზური ენა ძლიერ ჰგავს კეჩუას ინდიელთა ტომის ენასო." 

კატანავაგაში ინდიელმა ქალიშვილმა ვლადიმერ ალფენიძეს მტრედისფრთიანი ისარი და პატარა ჩიბუხი აჩუქა. ქალიშვილმა საჩუქრებს ლოცვაც მიაყოლა:  "ამ ჩიბუხის ბოლივით გაიფანტოს შენი ბოღმა. ამ ისარივით სწორი იყოს შენი გზა ცხოვრებაშიო." ამის შემდეგ,   ვლადიმერ ალფენიძემ  ლექსი დაწერა: 
არვინ აბოლებს მშვიდობის ჩიბუხს,
ცხელა და ქალებს ტანთ არ აცვიათ.
და გულში მხვდება კოვბოის ტყვიად-
მრისხანე სიტყვა "რეზერვაცია".

მლოცველი ინდიელი გოგონას ნახვამ დაწერინა იოსებ ნონეშვილს შემდეგი ლექსი:
ღმერთო მიშველე
დავრჩე ინდიელად,
ღმერთო ნუ იქნები გულმოსული...
თორემ წვეთ-წვეთობით
მივსებს ნელა
ჩემს სულს
ცდუნებანი
უცხო სულის.
...
ღმერთო,
ნუ ჩაქუფრავ
ჩემს ცას
ბინდის ფერად...
ღმერთო,
მიშველე,
დავრჩე ინდიელად.

 როდამ ჩაჩანიძემ მოთხრობა „ინდიელი“ გამოაქვეყნა. ნაწარმოებში ინდიელების გაუსაძლისი ყოფაა აღწერილი და ერთი ეპიზოდის მიხედვით, იმის წარმოდგენაც შეგვიძლია, თუ როგორ ახრამუნებს ინდიელი მსხვერპლშეწირულს: „ტუნგასუკმა გოჭს ჯერ თბილი სისხლი გამოწოვა, მერე კბილებით დაფლითა ჯაგრიანად. ყველაფრიანად ჭამდა ძალზე შიოდა და თბილი ნაწლავებიც გადასანსლა. თვალისდახამხამებაში მხოლოდ გოჭის ძვალი დარჩა.“

სხვათაშორის, გოჭებს, ახალ გვინეაში, ქალები ძუძუს აწოვებდნენ. იქ  მეოცე საუკუნეში „ქვის ხანის“ შვიდასამდე ტომი ცხოვრობდა და გოჭის ასეთი  დაფასება ალბათ იმანაც  განაპირობა, რომ  ღორები და ნიჟარები  ფულის  ფუნქციას ასრულებდნენ.

1969 წელს დავით ნოზაძემ  გამოაქვეყნა  წერილი სათაურით: „ზოგი რამ ინდიელი ტომების შესახებ“. დავით ნოზაძე ინდიელების ისტორიის ერთ-ერთი აქტიური მკვლევარი იყო და მისი წერილები პერიოდულად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. ის წერდა: „ ჩვენ არა ერთი წერილი გამოვაქვეყნეთ გაზეთ „ქუთაისში“ინდიელი ტომების ადათ-წესებზე, მათ უბადრუკ და ჩამორჩენილ ცხოვრებაზე. მაგრამ ამ ჩამორჩენილ ინდიელებს თავის დროზე დიდი ისტორიული მისიაც შეუსრულებიათ.“
იმ დროს, საქართველოს კინოეკრანებზე გამოვიდა ინდიელების  ყოფის ამსახველი მხატვრული ფილმები- „დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვილები“ და  „ჩინგაჩგუკი-დიდი გველი.“

1967 წლის 30 ნოემბრის გაზეთი „თბილისი“ იუწყებოდა: „ახლახან ჩვენს ეკრანზე გადიოდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კინოსტუდია „დეფასა“ და იუგოსლავიის კინოსტუდია „ბოსნა-ფილმის“ ერთობლივი ნაწარმოები „დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვილები“, რომელიც გერმანელი მეცნიერი ქალის, პროფესორ ველასკოფ-ჰენრიხის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა და დოკუმენტური სიზუსტით მოგვითხრობდა ინგლისელი დამპყრობლები წინააღმდეგ ინდიელთა ბრძოლაზე.

უკვე კარგა ხანია, რაც იუგოსლაველი მსახიობი გ. მიტიჩი ჩვენი ქალაქის სტუმარია. იგი მთავარ როლს ასრულებს ინდიელების ცხოვრებისადმი მიძღვნილ კინოსტუდია „დეფას“ ახალ ნაწარმოებში, რომლის გადაღება საქართველოში მიმდინარეობს.“

საქართველოში  ფილმის გადაღებები  დიღმის ველზე, ბულაჩაურსა და ყაზბეგში მიმდინარეობდა.

საშუალება მქონდა, ყაზბეგში  დამეთვალიერებინა  კინოფილმის გადაღების ადგილები. ნანახმა და განცდილმა ის დრო  გამახსენა, როცა აქ „ინდიელები“ დაჯირითობდნენ. 

ჩინგაჩგუკი ( სერბი მსახიობი გოიკო მიტიჩი) ყაზბეგის ლამაზი მთების სიახლოვეს ისროდა მშვილდისარს, ხოლოქართველი ინდიელები“- ოთარ კობერიძე, გიორგი ტატიშვილი, ლავრენტი კოშაძე, ალბერტ გიორგაძე, როდამ ჭელიძე, დუდუხანა წეროძე, ლალი მესხი და სხვები პარტნიორობას უწევდნენ მას. ფილმში, ერთ-ერთ  როლს  ცნობილი პოლონელი მსახიობი ქალი ბარბარა ბრილსკაც ასრულებს. 

"შევარდნის კვალი" გერმანელმა კინორეჟისორმა გოტფრიდ კოლდიტცმა კინოდრამატურგ კარლ გიუნტერის სცენარის მიხედვით  საქართველოში გადაიღოშევარდნის კვალიცნობილია, როგორც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სტუდია „დეფას“ და კინოსტუდიაქართული ფილმისერთობლივი ნაწარმოები.

საქართველოში დაწყებული  გადაღება, წარმატებით ყირიმში და სამარყანდში გაგრძელდა

1972 წელს ყირიმში გოიკო მიტიჩის მონაწილეობით ვესტერნიტეკუმსეგადაიღეს, ხოლო 1974 წელს, სამარყანდში -„ულზანა.“ 
მალხაზ კოხრეიძე